Daimler decreases CEO Zetsche's pay after record profit
22 თებერვალი
მიუხედავად იმისა, რომ გასული წელი რეკორდული მოგებით დაასრულა, „დაიმლერმა“ თავის მთავარ აღმასრულებელ დიტერ ცეტშეს ანაზღაურება მაინც შეუმცირა. საერთო ჯამში, ცეტშემ 8.65 მილიონი ევრო მიიღო, რაშიც ფიქსირებული ხელფასის გარდა, ბონუსები და აქციების შემოსავალიც შედის. შედარებისთვის, წინა წელს მისი ხელფასი 8.69 მილიონი ევრო იყო. სამაგიეროდ, მისი საბაზო ხელფასი 1.53 მილიონიდან 2.01 მილიონამდე გაიზარდა.
სამაგიეროდ, „დაიმლერი“ აცხადებს, რომ ცეტშეს კომპენსაცია გაიზრდება, თუ კომპანიის მოგების ზრდა კვლავ გაგრძელდება. კერძოდ, მერმისს ცეტშეს ბონუსური ანაზღაურება 2.04 მილიონ ევროს მიაღწევს და შემდგომში, კომპანიის აქციების ზრდის, ან შემცირების კვალობაზე, გაიზრდება, ან დაიკლებს. იგივე პრინციპი იმოქმედებს სააქციო შემოსავლებტან დაკავშირებიტაც.
„დაიმლერმა“, რომელიც ასევე სატვირთო მანქანების წარმოების სფეროში მსოფლიო ლიდერია, შარშან მოგების სახით 6.03 მილიარდი ევრო მიიღო, რაც წინა წლის მოგებაზე 29 პროცენტით მეტია. „მერსედეს-ბენცმა“ შარშან 1.26 მილიონი ავტომობილი გაჰყიდა და ამით, პრემიუმ სეგმენტის მწარმოებლებს შორის მესამე ადგილი დაიკავა. მასზე მეტი, 1.3 და 1.38 მილიონი ავტომობილი შესაბამისად, „აუდიმ“ და „ბეემვემ“ გაჰყიდეს. „დაიმლერი“ ცეტშეს ავალებს, რომ სამქიმანებმა პრემიუმ სეგმენტში ლიდერის პოზიცია უნდა დაიბრუნონ.
ცეტშეს შემდეგ, „დაიმლერის“ დირექტორთა საბჭოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მენეჯერი, კომპანიის მთავარი ფინანსისტი ბოდო უებერია, რომლის ჯამურმა ანაზღაურებამაც 3.68 მილიონი ევრო შეადგინა (წინა წელს მან 3.69 მილიონი მიიღო). ამჯამად „დაიმლერის“ დირექტორთა საბჭოში შვიდი მენეჯერი შედის, რომელთა ჯამური ანაზღაურებაც 28 მილიონ ევროს შეადგენს.
No comments:
Post a Comment