Whitmarsh sure nose concept not McLaren mistake
18 თებერვალი
„მაკლარენის“ შეფი მარტინ უიტმარში ამბობს, რომ მის გუნდს შეცდომა არ დაუშვია, როდესაც მანქანას კეხიანი ცხვირი არ გაუკეთა. როგორც ჩანს, ინგლისური გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეებს შორის ერთადერთია, რომლის მანქანასაც ცხვირზე კეხი არ ექნება.
ახლახანს „მერსედესის“ ახალი W03-ის ფოტოები გავრცელდა, რომელზეც ჩანს, რომ მანქანას კეხიანი ცხვირი აქვს. ასევე, ესპანელმა მრბოლმა პედრო დე ლა როსამ განაცხადა, რომ მსგავსი კონსტრუქცია ექნება „ისპანიას“ ახალ მანქანასაც. რჩება „ვირჯინი“, რომელიც სავარაუდოდ, ახალ ტრენდს გააგრძელებს.
ამგვარად, „მაკლარენი“ იქნება ერთადერთი, რომლის მანქანასაც, მონოკოკის წინა ნაწილისა და ცხვირის სტრუქტურას შორის უსაფეხურო, გლუვი გადასვლა აქვს. დანარჩენებმა კი ამჯობინეს, რომ მათი მანქანის ცხვირი მაქსიმალურად იყოს აწეული, იმდენად, რამდენის საშუალებასაც ახალი რეგლამენტი იძლევა. შეგახსენებთ, რომ აწეული ცხვირი, მანქანის ძირისკენ ჰაერის მეტი ნაკადის მიმართვის საშუალებას იძლევა, რაც გრაუნდ ეფექტს და შესაბამისად, მანქანის აეროდინამიკურ დატვირთვას აუმჯობესებს.
„ჩვენს ტექნიკოსებს ვკითხე, დარწმუნებულები არიან, თუ არა, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. და მათ დამამშვიდეს. რა თქმა უნდა, აწეული ცხვირი აეროდინამიკური თვალსაზრისით მომგებიანია, მაგრამ სამაგიეროდ, ჩვენს მანქანას უფრო დაბლა განლაგებული სიმძიმის ცენტრი აქვს, ჩვენს ინჟინრებს, საკიდარის გეომეტრიის არჩევისას უფრო მეტი ტავისუფლება ჰქონდათ, პილოტებს უფრო კომფორტულ კოკპიტში უწევთ ყოფნა და კოკპიტიდან ხედვის არეც უფრო ფართოა“, - გერმანულ გამოცემა „აუტო მოტორ უნდ შპორტთან“ საუბრისას განაცხადა უიტმარშმა.
„მაკლარენის“ არჩევანი იმ ფაქტმაც განაპირობა, რომ აწეული ცხვირის შემთხვევაში, მათ შასის და წინა საკიდარის კონსტრუქციის შეცვლა მოუწევდათ. არადა, უიტმარში ამბობს, რომ MP4-27 შარშანდელი მანქანის ევოლუციური ვარიანტია. მისი თქმით, ამ გზით წასვლა იმ ფაქტმა განაპირობა, რომ წინა მანქანის შემუშავებისას, კონსტრუქტორებმა დაბლა დაწეული ცხვირის კონსტრუქცია ამჯობინეს.
„ბარსელონას ტესტებისთვის, მანქანას დავხვეწთ. რა თქმა უნდა, სიხალეები მელბურნის რბოლის წინაც გვექნება, მაგრამ რადიკალურ ცვლილებებს არ ვგეგმავთ, რადგან ამის საშუალებას რეგლამენტი არ იძლევა“, - დასძენს უიტმარში.
No comments:
Post a Comment