Nico Hulkenberg puts Force India on top on day two of F1 testing at Barcelona
22 თებერვალი
ბარსელონაში მომდნრე ტესტების მეორე დღეს, ყველაზე სწრაფი „ფორს ინდიას“ ნიკო ჰულკენბერგი იყო, რომელმაც პირველივე სესიაზე საუკეთესო დრო დააფიქსირა და მეორე სესიის განმავლობაშიც, წინ არავინ გაუშვია. მართალია, მეორე სესიის დროს, მზე ზენიტში იყო და შესაბამისად, უფრო თბილოდა, ვიდრე დილას, დროები მაინც არ გაუმჯობესებულა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ გუნდებმა მანქანების შემოწმება ხანგრძლივი გამოსვლებისას ამჯობინეს.
ამის მიუხედავად, ფერნანდო ალონსომ დღის ბოლოს მაინც შეძლო თავისი საუკეთესო დროის დაფიქსირება და ცხრილშიც ერთი საფეხურით წინ წაიწია. მან ავსტრალიელი დანიელ რიკიარდო ჩამოიტოვა, რომელსაც თითქმის მთლიანად გაუცდა მეორე სესია. დილის დროები შარლ პიკმა და ვალტერი ბოტასმაც გააუმჯობესეს, თუმცა ეს ცხრილში მათს განლაგებაზე არ ასახულა.
ბარსელონას ტესტების მეორე დღე იმითაც იყო საინტერესო, რომ „რედ ბულმა“ და „მაკლარენმა“ თითქმის სრული სარბოლი სიმულაციების ჩატარება შეძლეს. სხვათა შორის, „რედ ბულის“ მსოფლიო ჩემპიონმა სებასტიან ფეტელმა დილას ყველაზე ნაკლები, 31 წრის გავლა შეძლო. სამაგიეროდ, საღამოს სესიის დროს, 67-წრიანი სარბოლი სიმულაცია ჩაატარა, რომლის დროსაც, ბოქსში მხოლოდ პიტსტოპის შესასრულებლად შედიოდა.
საღამოს სესია მასავით სარბოლი სიმულაციისთვის გამოიყენა ლუის ჰამილტონმაც. ერთ მომენტში, ეს ორი პილოტი ტრასაზე მარტო დარჩა და თანაც, მათ შორის სხვაობა მხოლოდ წამი იყო. ჩემპიონი ბრიტანელს კვალში ედგა. რამდენიმე წრე სდია და ბოლოს გაუარა კიდეც მას.
რაც შეეხება ჰულკენბერგის საუკეთესო შედეგს, მან ის დილის სესიის მიწურულს დააფიქსირა, როდესაც მისი მანქანა სუპერ რბილ საბურავებზე იდგა. სიურპრიზი შემოგვთავაზა „ზაუბერის“ მექსიკელმა სერხიო პერესმა, ვინც ჰულკენბერგს 0.040 წამით ჩამორჩა. ისიც ამ დროს წითელზოლიანი (სუპერ რბილი) საბურავებით ასპარეზობდა. სანამ ისინი თავიანთ საუკეთესო დროებს დააფიქსირებდნენ, ცხრილის სათავეში ფეტელი იმყოფებოდა.
ბარსელონა. მე-2 დღე
1. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:22.608 (112 წრე)
2. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1:22.648 (+0.040, 85 წრე)
3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:22.891 (+0.283, 104 წრე)
4. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:23.180 (+0.572, 87 წრე)
5. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო) 1:23.639 (+1.031, 48 წრე)
6. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:23.806 (+1.198, 120 წრე)
7. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:24.555 (+1.947, 82 წრე)
8. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:25.738 (+3.130, 117 წრე)
9. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი) 1:26.605 (+3.997, 69 წრე)
10. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია) 1:27.343 (+4.735, 108 წრე)
No comments:
Post a Comment