New Bugatti Veyron Grand Sport Vitesse gets 1,200-Horses
22 თებერვალი
„ბუგატი“ ჟენევის მოტორ შოუზე თავისი ექსკლუზიური ჰიპერ ავტომობილის, „ვეირონის“ ახალ ღია ვერსიას გამოფენს, რომელსაც „ვეირონ გრანდ სპორტ ვიტესი“ უწოდა. ეს ავტომობილი ყველას თავისი სიმძლავრით გააოცებს.
„ვიტესის“ ბაზაში ისევ ის 8.0-ლიტრიანი W16 ძრავია ჩადგმული, რომლის დახმარებითაც, „ვეირონმა“ მსოფლიოს უსწრაფესი სერიული ავტომობილის წოდება მოიპოვა. ოღონდ, უფრო ზორბა ტურბოკომპრესორების და გამაგრილებლების კვარტეტი ემსახურება. მათი წყალობით, აგრეგატი 1200 ცხენის ძალას და 1500 ნიუტონმეტრს ავითარებს!
ძრავის გაძლიერებამ, შასის სტრუქტურის გადაკეთება მოითხოვა. ასევე შეიცვალა ძრავის გაგრილების სისტემა - ადრე „ბუგატის“ შეფი ვოლფგანგ დურჰაიმერი ამბობდა, რომ ასეთი მძლავრის ღია ავტომობილში ჩადგმა მიზანშეუწონელი იყო, რადგან როდესაც ავტომობილს სახურავი მოხსნილი აქვს, ძრავის გაგრილება დიდ სირთულეს წარმოადგენს. მაგრამ ავტომობილის აეროდინამიკის დახვეწის წყალობით, ეს პრობლემაც მოგვარდა.
„ბუგატის“ ახალი ავტომობილის დინამიკური მახასიათებლები ჯერ არ გამოუქვეყნებია. ცნობილია, რომ კუპე „ვეირონის“ ვერსია „სუპერ სპორტი“ ყველაზე სწრაფი სერიული ავტომობილია მსოფლიოში - ის 431 კმ/სთ-ს ავითარებს. მაგრამ მისი სიჩქარე 415 კმ/სთ ნიშნულითაა შეზღუდული, რადგან უფრო მეტს საბურავები ვერ გაუძლებს...
No comments:
Post a Comment