Lamborghini Gallardo
21 თებერვალი
თავის სანტ’აგატა ბოლონეზეს ქარხანაში, „ლამბორგინიმ“ მე-12 000 „გალიარდო“ გამოუშვა. ამგვარად, ეს არის სუპერ ავტომობილების მწარმოებელი იტალიური კომპანიის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი. ცნობისათვის, ქარხანამ მეათიათასე „გალიარდო“ 2010 წლის ზაფხულში გამოუშვა.
„ლამბორგინიმ“ სრულამძრავიანი „გალიარდოს“ წარმოება 2003 წელს დაიწყო. საბაზო ვერსიას მალე „სპაიდერი“ და შემსუბუქებული „სუპერლეგერა“ მოჰყვა. 2007 წელს „გალიარდო“ განაახლეს - გადახალისდა მისი დიზაინი და გაძიერდა ძრავი. ამის შემდეგ გამოვიდა უკანაამძრავიანი მოდიფიკაცია, რომელსაც კომპანიის ტესტ პილოტ ვალენტინო ბალბონის სახელი ეწოდა. ამ ვერსიისთვის, 5.2-ლიტრიანი V10 ძრავის სიმძლავრე, 560-დან 550 ცხენის ძალამდე შემცირდა.სამაგიეროდ, მოგვიანებით გამოუშვეს ექსტრემალური ვერსია „ტროფეო სტრადალე“, რომლისთვისაც იგივე ძრავი 570 ცხენის ძალამდე გაძლიერდა. ამას მოჰყვა უკანაამძრავიანი „გალიარდოს“ ღია ვერსია „LP550-2 სპაიდერი“.
დღეისათვის „ლამბორგინი“ თავის ავტომობილებს 45 ქვეყანაში ჰყიდის, მტელს მსოფლიოში მისი სადილერო ქსელი კი 120 შოურუმს აერთიანებს.
No comments:
Post a Comment