Sebastian Vettel says he is impressed by long run pace of new McLaren Formula 1 car
22 თებერვალი
ბარსელონაში ჩატარებული ტესტების შემდეგ, სებასტიან ფეტელი თვლის, რომ „რედ ბულის“ უმტავრესი მეტოქე კვლავ „მაკლარენი“ და მისი პილოტები იქნებიან. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გაოცებული დარჩა იმ სისწრაფით, რომელიც „მაკლარენს“ ხანგრძლივი გამოსვლების დროს აქვს. თუმცა, იქვე დასძენს, რომ ჯერ საბოლოო დასკვნების გაკეთება ნაადრევია და გუნდების შესაძლებლობების უფრო ნათელი სურათი მელბურნის რბოლისას გამოიკვეთება.
„ჩემი აზრით, დღეს „მაკლარენის“ გამოსვლა შთამბეჭდავი იყო. რაც შეეხება დანარჩენებს, მათზე საუბარი ჯერ გამიჭირდება. დროებისთვის ჯერ არ გადამიხედავს, მაგრამ ტრასაზე ლუისთან ერთად ყოფნამ მომიწია. რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე ძნელია იმაზე ლაპარაკი, თუ ვინ უკეთაა ჩემპიონატისთვის მზად. რა თქმა უნდა, ჩვენ ტიტულისტვის ბრძოლას ვაპირებთ, მაგრამ სეზონის ბოლოს რა იქნება, ამაზე ლაპარაკი ნაადრევია“, - ამბობს ფეტელი.
კითხვაზე, რამდენად მზადაა მისი მანქანა საჩემპიონო ბრძოლისთვის, ჩემპონი პასუხობს: „ჯერ ერთი, სხვა მანქანების შესაძლებლობები არ ვიცი. მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი მანქანა კარგია. მაგრამ არ ვიცი, საჩემპიონო ბრძოლისთვის რამდენად მზადაა. ვფიქრობ, „მაკლარენი“ საკმაოდ კონკურენტუნარიანი იქნება. ჯერჯერობით, ისინი ერთი წრისტვის ტრასაზე არ გამოსულან. სამაგიეროდ, სარბოლო სიმულაციისას ძალიან ბრძოლისუნარიანად გამოიყურებიან. ასე რომ, სეზონის დასაწყისშივე ძლიერები იქნებიან. ხერესში ვნახეთ, რომ სწრაფია „ლოტუსიც“. მაგრამ ჯერ არ ვიცით, კარგ ფორმას შეინარჩუნებენ, თუ არა. „ფერარი“ კი ამ ეტაპზე არ ჩანს. და ვერავინ იტყვის, ისინი კარგად მოემზადნენ, თუ - ცუდად. არც ის ვიცი, ჩვენზე სხვა რას ამბობს. ასე რომ, ცოტაც მოვიცადოთ და ყველაფერი გამოჩნდება“.
No comments:
Post a Comment