მარკუ ალენი, "ფერარი FF" და თოვლი – შესანიშნავი კომბინაცია დრიფტისთვის (ვიდეო)
ფინელი მარკუ ალენი, რალიში ყველა დროის ერთ–ერთი საუკეთესო მრბოლია. 1978 წელს მან მსოფლიო თასი მოიგო, რომელსაც მოგვიანებით მსოფლიო ჩემპიონატი ეწოდა. 1986 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა, თუმცა 11 დღეში ეს ტიტული "პეჟოს" პროტესტის გამო დაკარგა (სან რემოში გამარჯვება არ ჩაუთვალეს).
სწორედ ამ კაცს ანდო თოვლიან გზებზე "ფერარიმ" თავისი სიამაყე – თავის ისტორიაში პირველი სრულამძრავიანი მოდელი FF. მიზანი, ექსტრემაურ პირობებში ამ ავტომობილის შესაძლებლობების დემონსტრირება იყო. რა გამოვიდა აქედან, ეს ვიდეოზე ნახეთ...
No comments:
Post a Comment