Friday, February 3, 2012

„სტუდებეკერს“ აღდგენას უპირებენ, საჭიროა სპონსორი

Studebaker Motor Company resuscitated, looking for investors
3 თებერვალი
თავის დროზე, „სტუდებეკერი“ ძალიან პოპულარული კომპანია იყო. ამერიკულმა მანქანამ დიდი როლი ითამაშა მეორე მსოფლიო ომში, კერძოდ კი ლენინგრადის ბლოკადის დროს. სწორედ მისი საშუალებით მარაგდებოდა ქალაქი სანოვაგითა და საბრძოლო მასალებით. მაგრამ ომიდან 20 წლის შემდეგ, ის ისტორიის კუთვნილება გახდა. არადა, მანამ ავტოინდუსტრიაში ისეთი სიახლე შემოიტანა, როგორიც მოდელ „ავანტის“ შუშის ბოჭკოს კომპოზიტისგან დამზადებული ძარა იყო.

დროთა განმავლობაში, „სტუდებეკერის“ სახელს ბევრი პატარა კომპანია, მათ შორის, კორეულიც იყენებდა. მაგრამ რეალურად ეს ბრენდი არავის გაუცოცხლებია. და აი, ინტერნეტში გაჩნდა ცნობა იმის შესახებ, რომ ამერიკაში ამ კომპანიის აღდგენის მსურველები გაჩნდნენ. ისინი აცხადებენ, რომ შესაბამისი ბიზნეს გეგმა შედგენილი აქვთ და თუ ძლიერი ინვესტორი დაუდგებათ გვერდში, მალე ავტომობილების წარმოებას დაიწყებენ...

No comments:

Post a Comment