Mercedes-Benz Sketches New Citan Deliver Van Co-Developed with Renault-Nissan
3 თებერვალი
„მერსედეს–ბენცმა“ თავისი სრულიად ახალი ავტომობილის, სატვირთო ვენ „ციტანის“ ესკიზები გამოაქვეყნა. ამ ავტომობილის მსოფლიო პრემიერა ჰანოვერში, კომერციული ავტომობილების შოუზე იგეგმება, რომელიც სექტემბერში ჩატარდბა. გაყიდვები კი წლის ბოლოს დაიწყება.
მართალია, გამოქვეყნებულ რელიზში, „დაიმლერი“ ამაზე არაფერს ამბობს, მაგრამ ადრე მისი ხელმძღვანელობის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ამ ავტომობილს „რენო–ნისანთან“ ერთად ქმნიდნენ. როგორც ცნობილია, შტუტგარტელებს ფრანგულ–იაპონურ ალიანსთან სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება აქვთ, რაც რამდენიმე პროექტის ერთობლივად განხორციელებას ითვალისწინებს. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ისინი ახალ სუბკომპაქტურ პლატფორმას შეიმუშავებენ, რომელსაც „რენო“ თავის პოპულარულ „ტვინგოსთვის“ გამოიყენებს, „დაიმლერი“ კი – ახალი „სმარტისთვის“.
„ციტანით“, გერმანული კომპანია თავისი კომერციული ავტომობილების გამას გააფართოებს. ამ გამაში დღეისათვის „ვიტო“ (2.77–3.2 ტონა), „სპრინტერი“ (3.0–5.0 ტონა) და „ვარიო“ (6.0–8.2 ტონა) შედის. „ციტანი“ კი ამ გამაში ყველაზე დაბალ საფეხურს დაიკავებს, რადგან ის მსუბუქი ვენია.
„მერსედეს–ბენცი“ აცხადებს, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში,პატარა ვენების ბაზარი სულ უფრო იზრდება. გასული წლის მონაცემებით, შარშან ევროპაში ამ კლასის 700 000 ავტომობილი გაიყიდა. სამქიმიანებს ამ ბაზრის 4–5 პროცენტის დაკავება სურთ, რისთვისაც წლიურად 28–35 ათასი „ციტანის“ გამოშვებას გეგმავენ.
„საქალაქო პატარა ვენების ბაზარი სულ უფრო იზრდება და ასეთ პირობებში, ამ სეგმენტში შესვლა ხელსაყრელია. ჩვენ მყიდველს ხელმისაწვდომსა და მაღალი ხარისხის ავტომობილებს, ასევე საუკეთესო სერვისს შევთავაზებთ“, – ამბობს „მერსედეს–ბენცის“ ვენების შტოს შეფი ფოლკერ მორნინვეგი და დასძენს, რომ მისი კომპანია მყიდველს „ციტანს“ ბევრი კონფიგურაციით შესთავაზებს, მათ შორის, როგორც სამგზავროს, ასევე სატვირთოსა და ნახევრად სატვირთოს/სამგზავროს. გარდა ამისა, ავტომობილის სხვადასხვა მოდიფიკაციას განსხვავებული სიგრძე და წონითი კატეგორია ექნება.
ამ ეტაპზე, „მერსედესი“ „ციტანის“ ძრავებზე და სპეციფიკურ დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს. თუმცა გვპირდება, რომ ამ ავტომობილის ძრავების გამაში მხოლოდ ეკონომიური, მცირე გამონაბოლქვის მქონე, ბენზინის და დიზელის აგრეგატები შევა. შიდაწვის ყველა ძრავი „ბლიუეფისიენსი“ პაკეთით აღიჭურვება. გარდა ამისა, გამოვა ამ ავტომობილის სრულიად ელექტრონული ვერსიაც.
No comments:
Post a Comment