Williams declare fresh F1 start after grim 2011
7 თებერვალი
ხერესის ტესტების დაწყების წინ, თავისი ახალი სარბოლი ავტომობილი „უილიამსმა“ წარმოადგინა. არაერთი ტიტულის მფლობელმა გუნდმა შარშან, მის ისტორიაში ყველაზე ცუდი სეზონი ჩაატარა, მაგრამ მისი ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ ახალი სეზონიდან, საჯინიბოს საქმეები უკეთესობისკენ შეიცვლება.
„უილიამსი“ ახლახანს მისმა ერთ–ერთმა მფლობელმა პატრიკ ჰედმა და ტექნიკურმა დირექტორმა დატოვეს. ტექნიკური პერსონალი ახალი ინჟინრებით შეივსო, „კოსუორტის“ ძრავი „რენოსამ“ შეცვალა, რუბენს ბარიკელოს ნაცვლად კი გუნდში ბრუნო სენა მოიწვიეს.პრეზენტაციაზე, რომელიც მოკრძალებულად, სამუშაო ვიტარებაში ჩატარდა, „უილიამსის“ შეფმა ფრენკ უილიამსმა განაცხადა, რომ მისი გუნდი ახალ ცხოვრებას ახალი მანქანით (FW34) იწყებს.ისევე როგორც სხვა დანარჩენი გუნდების (მაკლარენის გამოკლებით) მანქანებს, „უილიამსFW34–საც“ კეხიანი ცხვირი აქვს. ბრიტანული გუნდი იმედოვნებს, რომ „რენოს“ ძრავებთან ერთად, კვლავ დიდების მწვერვალს დაუბრუნდება. მანქანა „უილიამსის“ ახალი ტექნიკური დირექტრის, მაიკ კაფლენის მიერაა შემუშავებული, რომელიც რამდენიმე წლის წინ, „მაკლარენიდან“ დაითხოვეს (ტექნიკური შპიონაჟის ბრალდების გამო).
„ჩვენ ახალი მანქანა მოვამზადეთ, გვაქვს ახალი ძრავი, მოვიწვიეთ ახალი პილოტი და ახალი უფროსი პერსონალი. ასევე რამდენიმე ახალი პარტნიორი შევიძინეთ, რომლებიც გასული სეზონის შემდეგ შემოგვიერთდნენ. მანქანის მზადბის პროცესი უპრობლემოდ წარიმართა და ახლა ვგრძნობთ, რომ ბროლისთვის სრულ მზადყოფნაში ვართ“, – განაცხადა უილიამსმა.
სხვათა შორის, ბრუნო სენას პირველად ეძლევა სეზონისწინა ტესტებში მონაწილეობის საშუალება. ფ1–ში მისი დებიუტი ორი წლის წინ, მაჩანჩალა „ისპანიას“ მანქანით შედგა, თუმცა მაშინ ესპანურმა გუნდმა ტესტებისტვის მანქანის მომზადება ვერ შეძლო. გასულ სეზონში კი სენამ „რენოს“ მანქანით ბოლო რვა რბოლაში მიიღო მონაწილეობა (და მხოლოდ ორი ქულა აიღო).
„უილიამსმა“ გასული სეზონი 5 ქულით, მე–9 ადგილზე დაასრულა.
No comments:
Post a Comment