Kimi Raikkonen sets early pace for Lotus in Jerez F1 test
7 თებერვალი
ფორმულა ერთის ახალმა სეზონმა, არაოფიციალური სტარტი დღეს აიღო – ხერესის ავტოდრომზე გუნდებმა პირველად გამოიყვანეს თავიანთი ახალი ბოლიდები, მათ შორის კი დილის ვარჯიშებზე ყველაზე სწრაფი ფორმულა ერთში ახლახანს დაბრუნებული კიმი რაიკონენი იყო.
მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონმა თავისი შედეგით სკეპტიკოსების მოლოდინი არ გაამართლა. ის ტრასაზე სულ ოთხჯერ გამოვიდა და საუკეთესო წრე 1 წუთსა და 19.670 წამში გაიარა. ეს შედგი მან მესამე გამოსვლაზე დააფიქსირა. ამ დროს, მის მანქანაზე „პირელის“ საშუალო სიმაგრის საბურავები იყო დაყენებული. მისი დრო იმითაცაა საინტერესო, რომ ასე სწრაფად ხერესის ტრასა გასული სეზონისწინა ტესტების დროსაც კი არავის გაუვლია.რაიკონენის ტესტების დასრულების შემდეგ, „ლოტუსმა“ გამოაცხადა, რომ მათი მიზანი საუკეთესო შედეგის ჩვენება არ ყოფილა. მთავარი იყო, რაიკონენს რაც შეიძლება მეტი მანძილი გაევლო. ამგვარად, მანქანის გამძლეობაც შემოწმდებოდა და რაიკონენსაც, ვინც გასული ორი სეზონი რალის მსოფლიო ჩემპიონატზე გაატარა, მეტი ვარჯიშის საშუალება მიეცემოდა. სულ ფინელმა პილოტმა 50 წრე გაიარა.
მეორე უსწრაფესი „ფორს ინდიას“ შოტლანდიელი პოლ დი რესტა იყო, რომელმაც სარბოლო რეჟიმში, მანქანის სხვადასხვა სპეციფიკაცია შეამოწმა. მესამე შედეგი კი გერმანელ ნიკო როსბერგს ჰქონდა, რომელიც ტრასაზე მოდიფიცირებული ძველი მანქანით გამოვიდა. მან თავისი საუკეთესო შედეგი რბილი საბურავებით დააფიქსირა.
უნდა ითქვას, რომ პირველი ტესტების დროს, ყველა პილოტი და მათი გუნდები ახალი მანქანების სხვადასხვა სისტემას ამოწმებდა და მათი მიზანი არ ყოფილა სწრაფი წრის გავლა. ტრასაზე ასევე გამოვიდნენ „უილიამსის“ პილოტები – ინგლისურმა გუნდმა თავისი ახალი მანქანის პრეზენტაცია ტესტების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ჩაატარა.
დილის ტესტების შედეგები
1. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:19.670 (50 წრე)
2. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდა) 1:19.772 (52 წრე)
3. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:20.219 (56 წრე)
4. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო) 1:20.694 (40 წრე)
5. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:21.474 (8 წრე)
6. კამუი კობაიაშ (იაპონია, ზაუბერი) 1:21.534 (29 წრე)
7. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:22.402 (22 წრე)
8. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:23.056 (51 წრე)
9. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი) 1:23.178 (32 წრე)
10. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 1:23.371 (23 წრე)
11. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია) 1:24.322 (16 წრე)
No comments:
Post a Comment