Friday, March 9, 2012

„ვოლვო“ ფეხმავლების უსაფრთხოებაზეც ზრუნავს (ვიდეო)

Volvo protecting pedestrians with airbags on outside of new V40
9 მარტი
„ვოლვოს“ მთელს მსოფლიოში იცნობენ, როგორც უსაფრთხოების ინოვაციური სისტემების ყველაზე აქტიურ დამნერგავ ავტომწარმოებელს. რა თქმა უნდა, შვედური კომპანია თავისი ავტომობილების ინტერიერში მყოფთა უსაფრთხოებაზე ზრუნავს. მაგრამ ცნობილია, რომ ავტომობილი ფეხმავლებისთვისაც ძალიან საშიშია. ამ საკითხს, ბოლო ხანს ევროპული „ახალი ავტომობილების შეფასების პროგრამა“ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს. ასე განსაჯეთ, ახალი ავტომობილების შეფასებისას, ხუთი ვარსკვლავი მას არ მიენიჭება, თუ ფეხმავლების უსაფრთხოება გარკვეული დოზით მაინც არ იქნება დაცული.

და როგორც ყოველთვის, „ვოლვო“ ამ საკითხშიც ლიდერია. შვედურმა კომპანიამ ცოტა ხნის წინ, ფეხით მოსიარულეთა აღმომჩენი სისტემა შეიმუშავა, რომელიც თავისით აფიქსირებს ავტომობილის გარეთ ადამიანის მოძრაობას. ახლახანს კი ინტერნეტით გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც „ვოლვოს“ მიერ, უსაფრთხოების გარე ბალიშების შემუშავებას გვაუწყებს.
გარე ბალეშები უახლეს „ვოლვო V40-ზე“, საქარე შუშის ძირში ჩაამონტაჟეს. ის მაშინ იხსნება, თუ ავტომობილი ფეხით მოსიარულეს ეჯახება. როგორც კი სისტემა შესაბამის მითითებას კომპიუტერისგან მიიღებს, ბალიში გაშლას იწყებს - ის კაპოტის უკანა ნაწილიდან გამოდის და საქარე შუშას თითქმის მთლიანად ფარავს. ასე რომ, ფეხით მოსიარულეს შუშასთან რბილად შეჯახება უწევს. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ის აბსოლუტურად დაცული იქნება, მაგრამ ბალიშის გარეშე, ტრავმის ალბათობა გაცილებით მეტია.


ვიდეო



No comments:

Post a Comment