Mikko Hirvonen leads Rally Mexico after problems for Jari-Matti Latvala
9 მარტი
მექსიკაში სტარტი აიღო რალის მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ეტაპმა, რომელზეც, პირველი დღის 5 სპეცმონაკვეთის შემდეგ, ფინელი მიკო ჰირვონენი დაწინაურდა. დილის სპეცმონაკვეთებზე ყველაზე სწრაფი მისი თანამემამულე იარი-მატი ლატვალა იყო, მაგრამ მეხუთე სპეცზე მის „ფორდს“ საკიდარი დაუზიანდა, რამაც ბევრი დრო დააკარგვინა. შედეგად, მისი თითქმის ნახევარწუთიანი უპირატესობა, წუთნახევრიან ჩამორჩენად გადაიქცა და შესაბამისად, ლატვალამ ცხრილში მერვე ადგილზე გადაინაცვლა.
ჰირვონენი ლიდერი კი გახდა, მაგრამ წამზე ნაკლებს უგებს თავის ფრანგ თანაგუნდელ სებასტიან ლოებს, ვისაც მექსიკის რბოლა ხუთჯერ აქვს მოგებული. ლოებმა მეოთხე და მეხუთე სპეცმონაკვეთები მოიგო და სწორედ ამის ხარჯზე წამოეწია ჰირვონენს. არადა, დასაწყისში ფრანგს აშკარად სიჩქარე აკლდა.
პირველი ორი სპეცმონაკვეთი დანავსული გამოდგა ნორვეგიელი პეტერ სოლბერგისთვის, ვისაც ქვაღორღიან გზაზე, საბურავი ორჯერ დაუზიანდა.
მექსიკის რალი. პირველი დღე
1. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, სიტროენი) 47:50.1
2. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი) + 0.6
3. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, ფორდი) + 39.9
4. ტიერი ნოივილი (ბელგია, სიტროენი) + 45.1
5. ოტ ტანაკი (ესტონეთი, ფორდი) + 1:02.5
6. ევგენი ნოვიკოვი (რუსეთი, ფორდი) + 1:16.7
7. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი) + 1:26.8
8. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფორდი) + 1:32.8
9. კრის ატკინსონი (ავსტრალია, ფორდი) + 1:47.2
10. არმინდო არაუჟო (პორტუგალია, მინი) + 2:10.5
No comments:
Post a Comment