Sauber eyes 'significant' improvement in 2012 Formula 1 season
9 მარტი
პეტერ ზაუბერს სჯერა, რომ მის გუნდს კარგი შედგებისთვის ბრძოლა შეუძლია და დარწმუნებულია, რომ ახალ სეზონში, პელოტონი მნიშვნელოვნად შემჭიდროვდება. მას შემდგ, რაც ფორმულა ერთს დაუბრუნდა, შვეიცარიულმა გუნდმა გასული ორი სეზონი მერვე (2010 წელს) და მეშვიდე (2011) ადგილებზე დაასრულა.
„ტესტებმა ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, რომ კონკურენცია არნახულად გამკაცრდება. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ საშუალო დონის გუნდებმა, ლიდერებთან ჩამორჩენა შეამცირეს. ტესტების დროს, ჩვენ მნიშვნელოვანი პროგრესი გვქონდა, რაც ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. ვფიქრობ, კარგად ვართ მომზადებული. ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან ამ სეზონისთვის მაღალი მიზნები გვაქვს დასახული - გვინდა, რეგულარულად ქულები ვაგროვოთ და კონსტრუქტორთა პირველობაზე ადგილი მნიშვნელოვნად გავიუმჯობესოთ. რა ტქმა უნდა მესმის, რომ ეს ყველაფერი ძალიან ამბიციურად ჟღერს, მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ ამ მიზნების მისაღწევად ვმუშაობთ“, - ამბობს ზაუბერი.
ოპტიმისტურ განწყობაზეა „ზაუბერის“ იაპონელი მრბოლი კამუი კობაიაშიც, ვისაც სჯერა, რომ დასახული მიზნები მიღწევადია და ამისათვის, მას სტაბილურობა მართებს: „სეზონისთვის მზადების პროცესი იმედისმომცემი იყო. C31 კარგი მანქანაა. მასთან ერთად, შარშან მიღებული გამოცდილება, საკუთარი ძალების რწმენას მიძლიერებს. პირადად ჩემთვის მთავარი სტაბილურობაა. შარშანწინ სეზონი რთულად დაგვეწყო და მერე გამოვასწორეთ. გასულ სეზონში პირიქით მოხდა. და თუ ჩვენს შესაძლებლობებს სტაბილურად გამოვავლენთ, ქულებსაც ხშირად ავიღებთ. მოკლედ, რაღაც ამგვარ შედეგს მივიღებთ“.
No comments:
Post a Comment