Pininfarina's Two-Sided Cambiano Concept Comes to Life in Geneva
9 მარტი
როგორც ჩანს, „ჰიუნდაიმ“ საავტომობილო სამყაროში ახალ მოდას დაუდო დასაბამი. ყოველ შემთხვევაში, ადრე არავის უფიქრია ისეთი კუპეს დამზადება, რომელსაც კართა ასიმეტრიული განლაგება ექნებოდა. ანუ, მძღოლის მხარეს ერთი კარი, საპირისპირო მხარეს კი - ორი.



„პინინფარინა“ ამბობს, რომ ყოველი ძრავის კონტროლი და მართვა, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ხორციელდება. ამასთან, მათ რამდენიმე ფუნქცია ეკისრება. მაგალითად, შენელებისას ენერგიის რეგენერაცია. მათივე მეშვეობით (მაბრუნი მომენტის ცვალებადობით) ხდება ჩაჭიდების კონტროლი (ტრექშნ კონტროლ) და დამუხრუჭებისას, ბორბლის ბლოკირების საწინააღმდეგო ქმედება.
ელექტროძრავების გარდა, „კამბიანოს“ ძალურ დანადგარებში ასევე შედის დამხმარე აგრეგატი - მცირე ზომის რეაქტიული ტურბინა, რომელიც 40 კილოგრამს იწონის და 50 კილოვატ სიმძლავრეს გამოიმუშავებს. ეს ძრავი საწვავად დიზელს იყენებს, თუმცა მცირე მოდიფიკაციის შემდეგ, ნებისმიერ საწვავზე იმუშავებს. რაც მთავარია, მასთან დაკავშირებულია გენერატორი, რომელიც ენერგიით ელემენტების ბლოკს და როცა საჭიროა, პირდაპირ ელექტრულ ძრავებს ამარაგებს. ელემენტების ბლოკი უკანა სავარძლებს და უკანა ღერძს შორის მდებარეობს. ელემენტების სრულ დამუხტვას 52 წუთი ან 6 საათი სჭირდება (დამოკიდებულია დასამუხტ მოწყობილობაზე).
დაბოლოს, ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად 4.2 წამი ჰყოფნის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 250 კმ/სთ ნიშნულითაა შეზღუდული (ენერგიის ეკონომიისთვის). მხოლოდ ელემენტებში დაგროვილი ენერგიით, „კამბიანოს“ 200 კილომეტრის გავლა შეუძლია, მაგრამ როცა საქმეში ტურბინისა და გენერატორის ტანდემი ერთვემა, სვლის სიშორე 800 კილომეტრამდე იზრდება.
ვიდეო
No comments:
Post a Comment