VW CEO Almost Doubles his Pay to $23 Million in 2011
13 მარტი
გასული წელი განსაკუთრებით წარმატებული იყო „ფოლკსვაგენის“ ჯგუფისთვის, რომელმაც რეკორდულად ბევრი - 8.36 მილიონი ავტომობილი გაჰყიდა. ცოტაც და გერმანული გიგანტი მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებლის გვირგვინს მოირგებდა. მისი დაუფლება ვოლფსბურგელებს სურთ, ოღონდ ოდნავ მოგვიანებით - 2018 წელს, როცა მთელს მსოფლიოში 10 მილიონი ავტომობილის გაყიდვას გეგმავენ.
ბუნებრივია, ასეთი მიღწევისთვის, ადამიანი, რომელიც ამ გიგანტს უძღვება, სოლიდურ ჯილდოს იმსახურებს. ამ ადამიანის სახელია მარტინ ვინტერკორნი (ფოტოზე). ის „ფოლკსვაგენის“ ჯგუფის მთავარი აღმასრულებელია. და „ფოლკსვაგენმა“ მას გარჯა დაუფასა: ხელფასის, საპრემიო ბონუსებისა და სხვა წახალისების სახით, ვინტერკორნის ანაზღაურებამ შარშან ჯამში 17.5 მილიონი ევრო შეადგინა. ეს კი თითქმის ორჯერ მეტია მის წინა წლის ანაზღაურებაზე (9.3 მილიონი ევრო). ამგვარად, როგორც სააგენტო როიტერსი იუწყება, ვინტერკორნი ყველაზე მაღალანაზღაურებადი გერმანელი მენეჯერია.
ვინტერკორნის გარდა, ხელფასი „ფოლკსვაგენის“ ჯგუფის დირექტორთა საბჭოს ყველა წევრს გაეზარდა. ჯამში მათმა შემოსავალმა 70.6 მილიონი ევგრო შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 94.2 პროცენტით მეტია.
საინტერესოა, რა მოგება მიიღო „ფოლკსვაგენმა“, რომ თავის ხელმძღვანელობას ასე მკვეთრად გაუზარდა ხელფასი? ამ შემთხვევაში, ზრდა არც ისე მნიშვნელოვანია - მოგება „მხოლოდ“ გაორმაგდა. კერძოდ, 2010 წლის 6.8 მილიარდი ევროდან, 15.4 მილიარდამდე გაიზარდა.
No comments:
Post a Comment