Opel and Vauxhall Make a Mokka
8 მარტი
„ჯენერალ მოტორსმა“ პირველად გამოუშვე სუბკომპაქტური ქროსოვერი, რომელსაც „მოკა“ დაარქვა. ესაა ამერიკული კომპანიის ბრენდ „ბიუიკის“ ანალოგიური კლასის „ენკლავის“ ევროპულუ გადამღერება, რომლითაც „ოპელმა“ კონკურენცია „ნისან ჯუკს“ და „ფორდ ეკოსპორტს“ (ეს უკანასკნელი ბაზარზე მალე გამოვა) უნდა გაუწიოს.
„მოკა“ ევროპული ბაზრის B-სეგმენტის ქროსოვერების კლასს განეკუთვნება. მისი სიგრძე 4.28 მეტრია, სალონში კი ხუთ მგზავრს იტევს. მყიდველს შეუძლია აარჩიოს წინა, ან სრულამძრავიანი ტრანსმისიით აღჭურვილი ქროსოვერი.
ჟენევის გამოფენაზე ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ მყიდველს „მოკას“ სამი სხვადასხვა ძრავით შესთავაზებენ. ესენია: ბენზინის ატმოსფერული 1.6-ლიტრიანი აგრეგატი, რომელიც 115 ცხენის ძალას იძლევა. ბენზინის 1.4-ლიტრიანი ტურბოძრავი, 140 ცხენის ძალით და 1.7-ლიტრიანი ტურბოდიზელი, რომლის სიმძლავრეც 130 ცხენის ძალაა. რა ტქმა უნდა, ევროპაში ყველაზე პოპულარული, სწორედ დიზელისძრავიანი „მოკა“ იქნება. ბენზინის 1.4-ლიტრიან ტურბოსთან და დიზელის 1.7-ლიტრიან ტურბოსთან, 6-საფეხურიანი მექანიკური, ან ავტომატური კოლოფი შეწყვილდება.
„ოპელ მოკას“ გაყიდვები შემოდგომაზე დაიწყება.
ვიდეო
No comments:
Post a Comment