New SsangYong XIV-2 Convertible Concept Crossover Debuts in Geneva
8 მარტი
კორეული კომპანია უკვე ორი წელია, კომპაქტური ქროსოვერის კონცეპტუალურ ვერსიებს გვიჩვენებს, მაგრამ რეალური ნაბიჯის გადადგმა ჯერ ვერ გაუბედავს. შარშან ფრანკფურტში „სან იონმა“ კონცეპტუალური XIV-1 წარადგინა, ჟენევაში კი მისი მეორე ვერსია (XIV-2) გაგვაცნო.
თუ პირველი კონცეპცია ხუთკარიანი ავტომობილი იყო, რომელსაც კარები ერთმანეთის საწინააღმდეგო მიმართულებით ეღება, XIV-2 სამკარიანი ქროსოვერია, რომელსაც სახურავიც კი მოსახსნელი აქვს. საკმარისია შესაბამის ღილაკზე ერთი დაჭერა და სახურავი, რომლის სტრუქტურაშიც, უკანა საქარე შუშაც შედის, მანქანის უკანა ნაწილში ჩაიკეცება, დაახლოებით ისე, როგორც „ფიატ 500C-ზე“.
კორეული კომპანიის განცხადებით, მეორე კონცეპტუალური ქროსოვერი, ახალგაზრდა მყიდველის მისაზიდადაა შექმნილი. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, ამ ავტომობილს კონვეიერზე დადგომა უწერია, თუ - არა.
XIV-2-ის გაბარიტებია: სიგრძე 4166 მილიმეტრი, სიგანე 1820 მილიმეტრი, სიმაღლე 1566 მილიმეტრი და ბაზა 2600 მილიმეტრი. „სან იონის“ განცხადებით, კონცეპტუალური ავტომობილის კონსტრუქციაში, ბენზინის და დიზელის 1.6-ლიტრიანი ძრავების გამოყენებაა გათვალისწინებული.ვიდეო
No comments:
Post a Comment