Valmet's Dawn Spills onto the Geneva Floors
8 მარტი
„ვალმეტ ავტომოტივი“ შესაძლოა ბევრისთვის უცნობი კომპანიაა, თუმცა ეს ბევრს არაფერს ნიშნავს - მისი ფაბრიკა ერთ დროს, „რენსთვის“, „სააბისთვის“, „ოპელისთვის“ და თვით „პორშესთვისაც“ კი ამზადებდა ავტომობილებს. ეს არის ნაწილი უზარმაზარი კორპორაციისა, რომელიც აეროკოსმოსურ ინდუსტრიაშიცაა ჩართული. „ვალმეტის“ შესახებ კარგა ხანს არაფერი ისმოდა. ერთ-ერთი ბოლო ინფორმაცია გვამცნობდა, რომ ის „პორშეს“ ავტომობილებს აღარ დაამზადებს.
და აი, ჟენევაში ფინური კომპანია, რომელიც დღესდღეობით, „ფისკერის“ ელექტრომობილებს აწარმოებს, ორი სიახლით წარსდგა. ერთი სიახლე ისაა, რომ მან პარტნიორული ურთიერთობის შეთანხმება დადო სუპერ ავტომობილების მწარმოებელ რუსულ კომპანია „მარუსიასთან“. მეორე კი „ვალმეტის“ უცნაური კონცეპტუალური მოდელი „დაუნ-ია“, რომელიც, კარგად თუ დააკვირდებით, მაშინ ტოვებს ავტომობილის შთაბეჭდილებას. ისე კი, პირველი შეხედვით, პირადად მე მეგონა, რომ ეს საბურველგადაფარებული ავტომობილი უნდა ყოფილიყო, რომლის ცალკეული დეტალებიც საბურველის ქვეშიდან მოჩანდა.„დაუნ-ს“ რარაცით ლე მანის სარბოლ პროტოტიპსაც მიამსგავსებთ. ის პარკეტზეა გართხმული. წინ ჰაერის ამღები ჩანს, რომლის წინაც გაურკვეველი დანიშნულების სპირალური მოწყობილობა დაუმაგრებიათ. ბორბები საუგლდაგულოდ დაუმალავთ, პილოტის ადგილი კი მარცხენა კიდეში გამორიყეს. კოკპიტის გვერდითაც რაღაც უცნაური სეგმენტია, რომელიც მუქად შეუღებავთ და ეს სეგმენტი რას წარმოადგენს და რას ფარავს, ამაზე „ვალმეტი“ დუმილს ამჯობინებს.
უკანა ღერძის თავზე, ელექტროძრავის მსგავსი დეტალი მოჩანს, რომელიც რატომღაც, ასე მაღლა დაუმაგრებიათ. მანქანის უკან ორი ელექტროშტეპსელი მოჩანს - ესე იგი, „დაუნს“ თავისუფლად შეგვიძლია, ელექტრომობილი ვუწოდოთ. და რახან გამოსაბოლქვ მილებსაც ვერ ვხედავთ, ეს ნიშნავს, რომ ეს სუფთა ელექტრომობილია და არა სვლის სიშორის გასაზრდელი შიდაწვისძრავიანი პლაგ-ინ ჰიბრიდი.
მოკლედ, კონცეპტუალური ავტომობილი კი არა, ან მფრინავი თეფშით ჩამოტანილი (არა იმით, რაც ცისიტალიას სტენდზე დგას) უცნობი სატრანსპორტო საშუალებაა, ან „ვალმეტის“ დიზაინერ-ინჟინერთა ხუმრობა...

No comments:
Post a Comment