Thursday, March 8, 2012

„ოპელ ასტრა OPC“ - ყველა დროის უმძლავრესი „ასტრა“

Hot Opel Astra OPC with 276hp Storms the 2012 Geneva Motor Show
8 მარტი
„ჯენერალ მოტორსის“ ევროპული შტოს ჟენევურ სტენდზე, ევროპის წლის საუკეთესო ავტომობილის (ამპერას) გარდა, ახალთახალი „ასტრა OPC-ც“ დგას, ავტომობილი, რომელიც ყველაზე მძლავრია „ყვავილოვან“ ოჯახში და რომელმაც თავისი სეგმენტის ისეთ ლიდერებს უნდა გაუწიოს კონკურენცია, როგორებიცაა „ფორდ ფოკუს ST” (250 ცხენის ძალით) და „ფოლკსვაგენ გოლფ R“ (267 ცხ.ძ).

„ასტრა OPC“ სამკარიან სპორტულ ჰეჩბეკ „ასტრა GTC-ზე“ არის ბაზირებული. მისგანვეა აღებული 2.0-ლიტრიანი ტურბოძრავი, რომელიც მოდერნიზაციის შემდეგ, 280 ცხენის ძალას და 400 ნიუტონმეტრს ავითარებს. ძრავთან 6-საფეხურიანი ტრანსმისიაა დაკავშირებული. ამ ავლა-დიდებას, ავტომობილის 270 კმ/სთ-მდე (ტესტებზე დაფიქსირებული მაჩვენებელია) აჩქარება შეუძლია, რაც „ოპელ ასტრასთვის“ ისტორიული რეკორდული მაჩვენებელია) თუმცა მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ-ითაა შეზღუდული. რა თქმა უნდა, საინტერესოა ადგილიდან აჩქარების მაჩვენებლები, თუმცა „ოპელს“ ის არ გამოუქვეყნებია...
ავტომობილის შასის წინა ნაწილი აღჭურვილია სისტემა „ჰაიპერ სტრატით), რომელიც გერმანულმა კომპანიამ „ჯენერალ მოტორსის“ ყოფილ შვედურ შტო „სააბის“ მიერაა შემუშავებული (პირველად ის ასტრა GTC-ზე გამოიყენეს). გარდა ამისა, მძღოლს ემსახურება სისტემა „ფლექსრაიდ“, რომელიც შასის მძღოლის სურვილის შესაბამისად არეგულირებს.
„ჩვენ შევქმენით შესანიშნავად დაკომპლექტებული ავტომობილი, რომელიც ძალიან გამოცდლ მრბოლებსაც კი მონუსხავს და არამხოლოდ ნურბურგრინგზე, არამედ სხვა ტრასებზეც“, - ამბობს „ოპელის“ სატესტო გუნდის წევრი, წარსულში ფორმულა ერთის და ლე მანის მრბოლი (მოგებული აქვს 1999 წლის ლე მანი), ჯოაკიმ ვინკელჰოკი.
რაც შეეხება გარეგნულ ცვლილებებს, აქ შესამჩნევია ახალი წინა და უკანა ბამპერები, გვერდითა ზღურბლები, სახურავის უკანა სპოილერი, ორივე კიდეში მოთავსებული, ტრაპეციის ფორმის ორი გამოსაბოლქვი და რა თქმა უნდა, უზარმაზარი, 20-დუიმიანი ბორბლები. სალონში „რეკაროს“ წარმოების სპორტული სავარძლები დაგხვდებათ, რომლებსაც გვერდითა მძლავრი დამჭერები აქვს.

1 comment:

  1. aiaiaiai, GM-s saabis gadarchena erchivna. Opel-i zogadad gachirvebuli adamianis mankanaa da arc gansakutrebuli xarisxit gamoircheva, yoveldge natrob meore dgec gadzlos aqedan gamomdinare sheudzlia opels mitxras ratom gadavixado bevri fuli cina amdzravian (280BHP-s pirobashi male ro chaishleba) opel-shi roca bevrad iafad Abarth punto evo an sulad Subaru impreza STI momiva?!

    ReplyDelete