Loeb wins in Mexico as usual
11 მარტი
მსოფლიოს რვაგზის ჩემპიონმა, ფრანგმა სებასტიან ლოებმა ზედიზედ მეექვსედ მოიგო მექსიკის რალი და მიმდინარე სეზონში, ლიდერობა განიმტკიცა. ამ სეზონში კი „სიტროენმა“ პირველი დუბლი მოახერხა - მეორე ადგილი მისმა ფინელმა მიკო ჰირვონენმა დაიკავა.
„ძალიან მიხარია. აქ ყოველთვის ვიგებ. ეს გამარჯვება გუნდსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ დუბლი შევძელით“, - ნარბოლევს განაცხადა ლოებმა, ვინც საბოლოოდ, ჰირვონენს 42 წამით აჯობა.
ლოებისგან განსხვავებით, მექსიკური რბოლის ყოველი დღე, ინციდენტებით სავსე იყო ფინელი იარი-მატი ლატვალასთვის, რომელმაც საბოლოოდ ფინიშს ვერც მიაღწია. ლატვალას რბოლოს მესამე დღეს, საკუთარი შეცდომის გამო, მძიმე ავარია მოუვიდა. მან ტრასაზე რუსი ევგენი ნოვიკოვის დამტვრეულ „ფორდზე“ გადაიტანა ყურადღება და სწორედ ამის გამო დაუშვა შეცდომა. მართალია, გზა გააგრძელა, მაგრამ მოგვიანებით, სტიუარდებმა აღმოაჩინეს, რომ მის მანქანაზე, დამცავი კარკასი დაზიანებული იყო და სტარტზე აღარ დაუშვეს.
მეექვსე ადგილი დაიკავა დაკარის რალი მარათონის ყოფილმა ჩემპიონმა, ყატარელმა ნასერ ალ-ატიამ, ვისთვისაც ეს რალის მსოფლიო ჩემპიონატზე მხოლოდ მეორე რბოლა იყო. გამარჯვებულს ის თითქმის 7 წუთით ჩამორჩა.
მერვე დრო აჩვენა „ფოლკსვაგენის“ ფრანგმა მრბოლმა სებასტიან ოჟიემ, ვინც ჯერჯერობით „შკოდას“ ავტომობილით ასპარეზობს და გერმანული კომპანიის სარბოლი „პოლოს“ საჭეს მხოლოდ რამდენიმე ეტაპზე მიუჯდება.
მექსიკის რალის შედეგები
1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი) 4:15:32.700
2. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, სიტროენი) +00:42.400
3. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი) 02:11.400
4. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, ფორდი) 04:51.500
5. ოტ ტაენაკი (ესტონეთი, ფორდი) 05:02.600
6. ნასერ ალ-ატია (ყატარი, სიტროენი) 06:41.400
7. არმინდო არაუჟო (პორტუგალია, მინი) 12:46.900
8. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, შკოდა) 14:57.800
9. კენ ბლოკი (აშშ, სუბარუ) 22:26.800
10. რიკარდო ტრივინო (მექსიკა, ფორდი) 23:30.700
პილოტთა კლასიფიკაცია
1. სებასტიან ლოები - 66 ქულა; 2. მიკო ჰირვონენი - 50; 3. პეტერ სოლბერგი - 47; 4. მადს ოსტბერგი - 28; 5. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფორდი) - 26; 6. ევგენი ნოვიკოვი (რუსეთი, ფორდი) - 21; 7. დანიელ სორდო (ესპანეთი, მინი) - 18; 8. ოტ ტაენაკი - 14; 9. ნასერ ალ-ატია - 8; 10. ფრანსუა დელკური (საფრანგეთი, ფორდი) – 8...
კონსტრუქტორთა პირველობა
1. სიტროენ ტოტალ WRT - 108 ქულა; 2. ფორდ WRT - 70; 3. M-სპორტ ფორდ WRT - 38; 4. მინი WRC ტიმ - 26; 5. ყატარ WRT - 16; 6. ადაპტა WRT - 12; 7. სიტროენ ჯუნიორ WRT - 6
No comments:
Post a Comment