New Kia Cee'd Station Wagon to Debut at the Geneva Salon as well
3 მარტი
„ჰიუნდაის“ მსგავსად, მის ჯგუფში შემავალი „კიაც“ მუდმივად აახლებს და ამრავალფეროვნებს თავის ავტომობილებს. ჟენევის მოტორ შოუსთვის, „კიას“ ორი სერიული მოდელი აქვს მომზადებული. ორივე სამკარიან ჰეჩბეკ „სეე’დის“ ბაზაზეა შექმნილი. ერთია მისი ხუთკარიანი ვერსია (ფოტოზე), მეორე კი უნივერსალი.
ფოტოდან ჩანს, რომ ავტომობილის დიზაინი დაიხვეწა. მან უფრო პრემიუმ სეგმენტის შესაფერისი გამომეტყველება მიიღო და როგორც მწარმოებელი გვპირდება, მისი მართვის შემდეგაც პრემიუმის შთაბეჭდილება დაგრჩებათ. შესაფერისია შესრულების დონეც და სავარძლების ერგონომიკაც. მაჩვენებლების დაფა ისეა შესრულებული, რომ ავტომობილის მართვისას, მძღოლს ყველაფრის ადვილად კონტროლი შეეძლოს. გადაცემების გადამრთველიც კი ოდნავ მისკენაა დახრილი.
„კიას“ ჯერ ახალი ავტომობილების გაბარიტები და ტექნიკური აღჭურვილობა არ გამოუქვეყნებია, თუმცა ცნობილია, რომ ორივე ავტომობილის ბორბლებს შორის ბაზა 2650 მილიმეტრია. ორივეს ძრავების გამაში დიზელის და ბენზინის ხუთი ძრავი შედის, რომლებიც მცირე ხარჯით და გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის მცირე შემცველობით გამოირჩევა.
დაბოლოს, ჰეჩბეკი „სიი’დ“ და მისი ვერსიები, „ჰიუნდაის“ ანალოგიური კლასის (C სეგმენტი) უახლესი i30-ის ნათესავია. ისინი კონკურენციას ისეთ პოპულარულ ავტომობილებს გაუწევენ, როგორებიცაა „ფოლკსვაგენ გოლფი“, „ოპელ ასტრა“ და „პეჟო 308“.
No comments:
Post a Comment