Sergio Perez on top for Sauber at end of third day of final winter Formula 1 test
3 მარტი
ბარსელონაში მიმდინარე წინასასეზონო ტესტების მესამე დღის ორივე სესიის ჯამში, საუკეთესო შედეგი „ზაუბერის“ მექსიკელ სერხიო პერესს ჰქონდა, რომელმაც ეს დრო დილის სესიაზე, რბილი საბურავებით ვარჯიშისას დააფიქსირა. შესვენების შემდეგ კი, სხვებივით სარბოლო სიმულაცია ჩაატარა.
ჯენსონ ბატონი ერთ-ერთი იმ იშვიათთაგანია, ვინც საღამოს სესიაზე სარბოლო სიმულაცია არ ჩაატარა. მან უმეტესად საშუალო სიმყარის საბურავებით ივარჯიშა და თან ისე, რომ ავზი ნაწილობრივ ჰქონდა შევსებული. საბოლოოდ, ის 0.009 წამით ჩამორჩა პერესს.
მესამე საუკეთესო შედეგი დანიელ რიკიარდომ დააფიქსირა, რომელმაც ყველაზე მეტჯერ (130) შემოუარა ტრასას. მათ შორის, ერთხელ რბილი საბურავებით, ზედიზედ 35 წრე გაიარა. იმავე დისტანციის გავლას ის მეორედაც გეგმავდა, მაგრამ გაწვიმდა, რის გამოც, ავსტრალიელმა ბოქსებს მიაშურა.
წვიმა დიდხანს არ გაგრძელებულა, მაგრამ ტრასამ გაშრობა ვერ მოასწრო და ამიტომ, სლიკებით აღარავის უვარჯიშია. რიკიარდომ ვარჯიში საშუალო საწვიმარი რეზინით გააგრძელა, რამაც დროის გაუმჯობესების საშუალება არ მისცა. „რედ ბულმა“ ტრასაზე მოდფიცირებული მანქანა გამოიყვანა, რომლითაც პირველმა მარკ უებერმა ივარჯიშა.
აღსანიშნავია, რომ ცხრილში პირველ ცხრა ადგილზე მყოფი პილოტების დროებს შორის სხვაობა წამზე ნაკლებია. ეს კიდევ ერთი მანიშნებელია იმისა, რომ გუნდების დონეები მეტნაკლებად გათანაბრებულია. ამასთან, ცხრილის ბოლოში ის სამი ტოპ პილოტი აღმოჩნდა. ბოლოში აღმოჩნდა კიმი რაიკონენი, რომელმაც პირველ სესიაზე თითქმის საათი დაკარგა, ამის მიზეზი კი საჭის მექანიზმში წარმოქმნილი პრობლემები გახდა.
ბარსელონა. ტესტების მესამე დღე
1. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1:22.094 (114 წრე)
2. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:22.103 (+0.009, 44 წრე)
3. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო) 1:22.155 (+0.061, 131 წრე)
4. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:22.413 (+0.319, 122 წრე)
5. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 1:22.446 (+0.352, 108 წრე)
6. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი) 1:22.480 (+0.386, 111 წრე)
7. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი) 1:22.630 (+0.536, 64 წრე)
8. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:22.662 (+0.568, 70 წრე)
9. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:22.932 (+0.838, 129 წრე)
10. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:25.379 (+3.285, 43 წრე)
No comments:
Post a Comment