Ferrari F12berlinetta Photos and Videos from the Geneva Motor Show
7 მარტი
„ფერარიმ“ ეს ავტომობილი ჟენევის მოტორ შოუს გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე გაგვაცნო. გამოფენაზე, მის შესახებ ახალი პრაქტიკულად არაფერი უთქვამთ. სამაგიეროდ, ამ შესანიშნავ მანქანას, „პალექსპოს“ საგამოფენო კომპლექსში მისული ასობით ათასი ადამიანი ნახავს. და ყველაზე მოხერხებულებს კი, მასთან შეხების საშუალება მიეცემა. ვისაც შეძენა უნდა, დაახლოებით იმდენივე ევროს გადახდა მოუწევთ, რამდენიც ჟენევის მოტორ შოუს მნახველი ეყოლება...
„F12 ბერლინეტას“ გამოშვებით, „ფერარიმ“ საკუთარი სამოდელო გამის (რომელშიც ოთხი ძირითადი მოდელი შედის) შეცვლის პროცესი დაასრულა. მარანელოელებს ნათქვამი აქვთ, რომ ისინი ყველანაირი გემოვნების მყიდველის მოთხოვნილებას დააკმაყოფილებენ. ასეცაა. ახლა მათ ისღა დარჩენიათ, „ენცოს“ შემცვლელიც (რომელიც აღნიშნულ ოთხეულში არ შედის) გამოუშვან. გავრცელებული ინფორმაციით, ეს ავტომობილი ჰიბრიდული სისტემით აღიჭურვება და მისი სიმძლავრე 920 ცხენის ძალას მიაღწევს.
მანამ კი, სანამ ბაზარზე ის გამოვა, „F12 ბერლინეტა“, „ფერარის“ ისტორიაში ყველაზე მძლავრი და სწრაფი სერიული ავტომობილი იქნება. მანამდე კი ერთხელ კიდევ გავიხსენოთ „F12 ბერლინეტას“ მონაცემები: ძრავის სიმძლავრე 730 ცხენის ძალა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი 690 ნიუტონმეტრი. ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 3.1 წამი, მაქსიმალური სიჩქარე 340 კმ/სთ-ზე მეტი...
ვიდეო
No comments:
Post a Comment