Felipe Massa says Ferrari's form worse than expected
17 მარტი
ფელიპე მასა შიშობს, რომ „ფერარი“ იმაზე უარეს ფორმაშია, ვიდრე ტესტების შემდეგ მოელოდნენ. ბრაზილიელმა ავსტრალიის დიდი პრიზის კვალიფიკაცია მე-16 შედეგით დაასრულა. მასზე თითქმის ერთი წამით სწრაფი იყო მისი თანაგუნდელი ფერნანდო ალონსო, თუმცა კვალიფიკაციის მეორე ეტაპზე შეცდომა დაუშვა და ასპარეზობა ტრასის მიღმა, მე-12 შედეგით დაასრულა.
„ძალიან გაწბილებული ვარ. ასეთ დასაწყისს არ ველოდი. მესამე თავისუფალი პრაქტიკის დაწყებისთანავე პრობლემები გვქონდა. მანქანის ჩემთვის სასურველ ბალანსს ვერაფრით მივაღწიეთ. ამის გამო, უშეცდომო წრის გავლა ვერ მოვახერხე. საშუალო და რბილ საბურავებზეც, ჩაჭიდება არასაკმარისი იყო. მოსახვევების შესასვლელში, მანქანას ჭარბი მოხვევადობა ჰქონდა, გამოსასვლელში კი პირიქით - არასაკმარისი მოხვევადობა. არ ვიცი რატომ, მაგრამ მანქანა აშკარად უარესი იყო, ვიდრე სეზონისწინა ტესტებზე. შესაძლოა, ასე ტრასის თავისებურებათა გამო მოხდა. ისღა დაგვრჩენია, დანაკარგის რბოლაში ანაზღაურება ვცადოთ. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ ყველაფერს ვიღონებ, რომ წინ წავიწიო. არა მგონია, ბოქსებში ერთი შესვლა გვეყოს, მაგრამ რაღაც უნდა ვიღონოთ, რომ დანაკარგი რბოლაში ავინაზღაუროთ“, - ამბობს მასა.
ბრაზილიელი დასძენს, რომ მისი გუნდის პრობლემების ფონზე, მეტოქეთა პროგრესი აშკარაა. „ფერარის“ ტექნიკური დირექტორი ნიკ ფრაი ამბობს, რომ მასასთვის სარბოლოდ კონკურენტუნარიანი მანქანის მომზადება ძალიან გაუჭირდებათ.
No comments:
Post a Comment