Hamilton on pole for Australian Grand Prix
17 მარტი
ახლა უკვე თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ სეზონის დასაწყისს საუკეთესოდ მომზადებული შეხვდა „მაკლარენი“, რომლის მრბოლებმაც, ავსტრალიის დიდი პრიზის სასტარტო მოწინავე პოზიციები დაისაკუთრეს. კარგ ფორმაში არიან „რედ ბული“ და „მერსედესი“, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ავსტრიულ გუნდს რეგრესი ეტყობა.
ჰამილტონს გროჟანი ულოცავს |
სამაგიეროდ, სასიამოვნოდ გაგვაკვირვა „ლოტუსმა“, რომლის რომენ გროჟანმაც, კვალიფიკაციაზე „მაკლარენის“ გარდა, ყველა დანარჩენს აჯობა. მართალია, მისმა თანაგუნდელმა კიმი რაიკონენმა კვალიფიკაციის პირველი ეტაპიც ვერ გაიარა, მაგრამ ეს მეტნაკლებად მოსალოდნელი იყო - მის მანქანაზე საჭის მექანიზმი ჭირვეულობს. სხვა მხრივ, ფინელი პილოტი ბოლიდით კმაყოფილია. სხვათა შორის, გროჟანი მელბურნში პირველად ასპარეზობს. სულ კი ავსტრალიის დიდი პრიზი მის კარიერაში, ფ1-ის მერვე რბოლა იქნება...
რაც შეეხება „ფერარის“, მოწინავე ათეულში მისი ვერცერთი მრბოლი ვერ მოხვდა. ძნელი სათქმელია, რას შეძლებდა ფერნანდო ალონსო, მეორე სესიის მიწურულს შეცდომა რომ არ დაეშვა, მაგრამ ათეულში რომც შესულიყო, ამას მხოლოდ მის ოსტატობას თუ მივაწერდით... მოკლედ, წინა სეზონებში თავიანთ წარუმტაებლობებს, მარანელოელები სულ ტყუილად აბრალებდნენ მანქანის შექმნისას არჩეულ კონსერვატიულ მიდგომას.
ჰამილტონმა პირველ სესიაზე ბალახებშიც გაინავარდა |
ალონსომ ასე დაასრულა კვალიფიკაცია |
რაიკონენი გაწბილებულია |
მალდონადომაც გაგვაკვირვა |
დაბოლოს, პოულ პოზიციასთან 107-პროცენტიანი ზღვარი ვერ გადალახეს „ისპანიას“ პილოტებმა, რის გამოც, მათ სტარტზე არ დაუშვებენ.
კვალიფიკაცია
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:24.922
2. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:25.074
3. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 1:25.302
4. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:25.336
5. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:25.651
6. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:25.668
7. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:25.686
8. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 1:25.908
9. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:26.451
10. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო) დროის გარეშე
- - - - - - - - - -
11. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო) 1:26.429
12. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:26.494
13. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:26.590
14. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი) 1:26.663
15. პოლ დი რესტა, ბრიტანეთი, ფორს ინდია) 1:27.086
16. ფელიპე მასა (ბტაზილია, ფერარი) 1:27.497
17. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი) დროის გარეშე
- - - - - - - - - -
18. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:27.758
19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი) 1:28.679
20. ვიტალი პეტროვი (რუსეთი,კატერჰემი) 1:29.018
21. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია) 1:30.923
22. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია) 1:31.670
კვ. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია) 1:33.495
კვ. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია) 1:33.643
შენიშვნა: კვ. - კვალიფიკაცია ვერ გაიარა
No comments:
Post a Comment