Kimi Raikkonen admits error cost him a place in Q2 duriing Oz GP qualifying
17 მარტი
კვალიფიკაციაზე განცდილი მარცხის მიუხედავად, კიმი რაიკონენი ამბობს, რომ მის მანქანას იმის პოტენციალი გააჩნია, რომ რბოლაში საგრძნობლად წინ წაიწიოს. ამასთან, „ლოტუსის“ ფინელი ვარსკვლავი დასძენს, რომ კვალიფიკაციის პირველ ეტაპზე მომხდარი ინციდენტი, რომლის გამოც, მან ასპარეზობა ვეღარ გააგრძელა, საკუთარი შეცდომის ბრალია.
რაიკონენის თქმით, სწრაფი წრე საკუთარი შეცდომის გამო გააფუჭა. ამასთან, ბოქსებთან კავშირი წყდებოდა, რის გამოც ვერ გაიგო, კიდევ ერთი ცდისთვის დრო რჩებოდა, თუ არა. მან ნელი ტემპით განაგრძო გზა და აღმოჩნდა, რომ ბოლო ცდის უფლება აღარ ჰქონდა. საერთო ჯამში კი მანქანის მუშაობით კმაყოფილი დარჩა.„დღეს ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც ვგეგმავდით. მანქანა კარგად მუაობდა. მისგან არანაირი პრობლემა არ მქონია. შეცდომა დავუშვი - ტრაექტორიას ავცდი. მერე კი გუნდთან კავშირი გაწყდა და ვერ გავიგე, რომ დრო კიდევ მქონია. მოკლედ, ამ შეცდომის გამო, კარგი სასტარტო ადგილი დავკარგე, მაგრამ ხანდახან ასეც ხდება. თავისუფლად შემეძლო მეორე ეტაპზე გავსულიყავი. რა თქმა უნდა, უკეთესი სტარტი სჯობდა, მაგრამ ვეცდები, ყველაფერი რბოლაში გამოვასწორო. ამის იმედს მანქანის სისწრაფე მაძლევს. საჭეც კარგად მუშაობდა. მე რომ ვისურვებდი, ისე არა, მაგრამ ამას ჩემთვის მანქანის მართვაში ხელი არ შეუშლია“, - ყვება რაიკონენი.
ფინელისგან განსხვავებით, შესანიშნავად იასპარეზა მისმა ფრანგმა თანაგუნდელმა რომენ გროჟანმა, ვინც მხოლოდ „მაკლარენის“ მრბოლებს ჩამორჩა და მესამე საუკეთესო დრო დააფიქსირა.
„ლოტუსის“ შეფი ერიკ ბულიე ამბობს, რომ ეს შეცდომა რომ არა, რაიკონენი მეორე ეტაპს მაინც ვერ გაივლიდა. მესამე პრაქტიკის დროს, სექტორებზე კიმის მიერ განვითარებული სიჩქარის ანალიზის შესაბამისად, ის ვარაუდობს, რომ რაიკონენი კვალიფიკაციას მე-14 დროით დაასრულებდა.
No comments:
Post a Comment