Ecclestone proposes 'Grand Slam' F1 races
18 აპრილი
ბერნი ეკლსტოუნს ჯერ ფორმულა ერთში მედლების სისტემის შემოღება სურდა, მაგრამ თავისი რომ ვერ გაიტანა, ახლა დიდი სლემის ტერმინის დანერგვაზე მუშაობს. ის თვლის, რომ კარგი იქნება, თუ ყველაზე პრესტიჟული ეტაპებით დიდი სლემის ქვეტურნირი ჩამოყალიბდება.
ბერნი აღიარებს, რომ კალენდარში 20-ზე მეტი რბოლის შეტანა არ ღირს. ფ1-ში მოხვედრა კი ძალიან ბევრ ქვეყანას სურს. კალენდარში უკვე რამდენიმე წელია, არ ფიგურირებს უძველესი, საფრანგეთის დიდი პრიზი. ასეთ დროს, კარგი იქნება, თუ რაღაც ელიტური რბოლების ტურნირი ჩამოყალიბდება, რომელიც საჩოგბურთო დიდი სლემის მსგავსი იქნება.
„ამ საკითხზე უკვე ვმუშაობ. ეს დრომ მოიტანა და ვთვლი, რომ რაღაც მსგავსი ჩვენც უნდა ჩამოვაყალიბოთ. და თუ ასეც მოხდა, შემიძლია ახლავე ვთქვა, რომ ამ რბოლებში პილოტები ჩვეულებრივზე მეტ ქულას მიიღებენ“, - გერმანულ გამოცემა „აუტო მოტორ უნდ შპორტთან“ საუბრისას განაცხადა ეკლსტოუნმა.
რა თქმა უნდა, ამაზე მარჩიელობა ახლა ნაადრევია, მაგრამ ეჭვის შეტანაც არ ღირს იმაში, რომ თუ დიდი სლემის ქვე-ტურნირი მართლაც ჩამოყალიბდა, მასში აუცილებლად შევა მონტე კარლოს და ბრიტანეთის დიდი პრიზები. პირველი ავტოსპორტის მარგალიტია, მეორე კი ფ1-ის მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველი ოფიციალური რბოლა...
No comments:
Post a Comment