Wednesday, April 18, 2012

„ფერარი“ პიტ სტოპებზე ყველაზე სწრაფია

Ferrari setting 2012 pace in the pits
18 აპრილი
ახალი სეზონი „ფერარიმ“ მდევრის როლში დაიწყო. მართალია, ფერნანდო ალონსომ მალაიზიაში გაიმარჯვა, მაგრამ ეს მისი მანქანის შესაძლებლობებზე ბევრს არაფერს მეტყველებს. თავად მარანელოშიც აღიარებენ, რომ მათ ლიდერებამდ ბევრი უკლიათ. თუმცა არის ერთი გამონაკლისი, რაშიც მათ ჯერჯერობით ბადალი არ ჰყავთ. ეს გამონაკლისი პიტსტოპებია.

ესპანურმა სპორტულმა გაზეთმა „მარკამ“ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ ჩინეთის დიდ პრიზზე, ალონსოს პიტსტოპზე 2.4 წამში მოემსახურნენ. ეს კი არამარტო მიმდინარე სეზონში, არამედ ყველა დროის საუკეთესო შედეგია. ისე კი, შანჰაის რბოლაში, იტალიური გუნდი თავის პიტსტოპებს „მაკლარენზე“, „მერსედესზე“ და „რედ ბულზე“ საშუალოდ 0.6 წამით სწრაფად ატარებდა.
„მარკა“ გვამცნობს, რომ გასულ სეზონთან შედარებით, „ფერარი“ ბოქსებში თავის მრბოლებს უფრო სწრაფად ემსახურება. არადა, FIA-მ ახლახანს პიტსტოპებზე ჰელიუმიანი ქანჩმომჭერების გამოყენება აკრძალა, რის გამოც, ყველა გუნდს პიტსტოპების დრო საშუალოდ 0.2 წამით გაუუარესდა.
„იმ დროს, როდესაც პელოტონის რიგები ასეთი შემჭიდროებულია, ასეთ დეტალებს დიდი ყურადღება ეთმობა. ამ წამის მეათედების წყალობით, პოზიციების გაუმჯობესება სრულიად რეალურია, ეს კი მეტ ქულებს მოგვცემს, რასაც სეზონის ბოლოს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება“, - ამბობს ალონსო.
გუნდის ტესტ მრბოლი, ესპანელი მარ ხენე ამბობს, რომ ახლა ერთადერთი, რაც მის გუნდს ლიდერობისთვის აკლია, კარგი მანქანაა. თუმცა, სწრაფი პიტსტოპებითაც შეიძლება უკეთესი შედეგების მიღწევა. მითუმეტეს, მანქანა საიმედოა. „ერთადერთი, რაც კვალიფიკაციებსა და რბოლებში გვაკლია, სისწრაფეა“, - ამბობს ხენე.

No comments:

Post a Comment