Porsche officially stops doing business in Iran
18 აპრილი
„პორშემ“ გამოაცხადა, რომ ირანში ყოველგვარ საქმიანობას აჩერებს. ამ განცხადებას კი უმალ გამოეხმაურა საზოგადოება „გაერთიანება ბირთვული ირანის წინააღმდეგ“ და ნიუ იორკის საზოგადოებრივი ადვოკატი ბილ დე ბლასიო.
„აქაურ ავტომომხმარებლებს შესწევთ იმის ძალა, რომ ავტოკომპანიებს ირანიდან წამოსვლა აიძულონ და ამ ქვეყნის რეჟიმზე ამგვარად მოახდინონ ზეწოლა. ჩვენი გზავნილი ავტოკომპანიებისადმი აშკარაა: შეგიძლია, საქმე ირანის რეჟიმთან, ან ამერიკელ მომხმარებელთან გქონდეს. მაგრამ ორივე ერთად გამორიცხულია“, - ამბობს დე ბლასიო.
აღსანიშნავია, რომ „პორშემდე“, ირანში საქმიანობის შეწყვეტის შესახებ განცხადება „ჰიუნდაიმ“ გამოაქვეყნა. კორეული კომპანია ამ ქვეყანაში ავტომობილების გაყიდვასაც აჩერებს და მომსახურებასაც. მაგრამ საერთაშორისო ემბარგოს მიუხედავად, ირანში მუშაობას მაინც არაერთი დასავლური და იაპონური საავტომობილო კომპანია აგრძელებს. მათ შორის არიან: „ფიატი“, „ისუძუ“, „კია“, „მაზდა“, „მიცუბიში“, „ნისანი“, „პეჟო“, „რენო“, „სუძუკი“, „ტოიოტა“ და „ვოლვო“.
სააგენტო ბლუმბერგის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ირანში მარტის გაყიდვები 20 პროცენტით შემცირდა და იმავდროულად, ავტომობილებზე ფასები 20 პროცენტითვე არის გაზრდილი. ავტომობილების სიძვირის გამო, საშუალო ირანელებს ემბარგომდეც კი გაუჭირდბოდათ განვადბით ასეთი ძვირი ახალი ავტომობილების შეძენა. „პორშეს“ თეირანელ დილერს ახალი ავტომობილები უკვე რამდენიმე თვეა, არ მიუღია. ამის მიზეზი კი მოსახლეობის არამყიდველუნარიანობაა.
ასე რომ, პოლიტიკური, ან უფრო ეკონომიკური სიტუაციის გამო, „ჰიუნდაის“ და „პორშეს“ მალე ალბათ სხვა კომპანიებიც მიბაძავენ.
No comments:
Post a Comment