40% of McLaren MP4-12Cs bound for the U.S.
29 აპრილი
ექსკლუზიური ავტომობილების მწარმოებლებს,
განვითარების გარკვეული ეტაპის მიღწევის შემდეგ, ერთი დილემა აქვთ ხოლმე
გადასაწყვეტი - გაიღონ უზარმაზარი ხარჯები იმისათვის, რომ ამერიკის ბაზარზე
შეაღწიონ, თუ დაზოგონ ფინანსები და უარი თქვან მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნის
ბაზარზე. „მაკლარენ ავტომოტივი“ ხარჯებს არ მოერიდა და MP4-12C-ს
ამერიკული სერტიფიკატი აუღო. და სწორადაც მოიქცა.
როგორც ამერიკული გამოცემა „მოტორ ტრენდი“ იტყობინება,
ინგლისურ კომპანიას უკვე 1000-ზე მეტი MP4-12C აქვს გაყიდული და აქედან 40 პროცენტი ამერიკელებმა
შეუკვეთეს. საინტერესოა, რომ ამ ინფორმაციამ, ყველაზე მეტად „მაკლარენის“ მმართველი
დირექტორი, ამერიკელი ენტონი შერიფი გააოცა. რატომ? იმიტომ, რომ ავტოსპორტის ფანია
და იცის, რომ ამერიკაში „მაკლარენი“ ისეთი ცნობილი ბრენდი არაა, როგორც დანარჩენ
მსოფლიოში.
ისევ რატომ? იმიტომ, რომ „მაკლარენი“ ფორმულა ერთის
გრანდია, ამერიკაში კი ფორმულა ერთზე მეტად ნასქარ-ის და ინდიქარ-ის სერიებს
სწყალობენ. „ფერარიც“ ხომ ფ1-ის გრანდია, მაგრამ იტალიური მარკა გამონაკლისია.
უბრალოდ, ისე მოხდა, რომ იტალიელებმა ფ1-ში მონაწილეობა და საგზაო ავტომობილების
წარმოება თითქმის ერთდროულად დაიწყეს, „მაკლარენი“ კი აქამდე მხოლოდ დიდი პრიზების
ცირკიდან იყო ცნობილი.
მოკლედ, MP4-12C უკვე პოპულარულია, უოკინგში კი ამჟამად მთელი
ყურადღება სამოდელო გამის გაფართოებაზე აქვთ გადატანილი. „მაკლარენი“ მალე
ლეგენდარულ სუპერ ავტომობილ F1-ის
შემცვლელს გაგვაცნობს და მის გარდა, MP4-12C-ის ღია ვერსიის და მასზე მომცრო ავტომობილის
წარმოებსასც დაიწყებს, რომლითაც კონკურენციას „ფერარი 430 სკუდერიას“ გაუწევს...
No comments:
Post a Comment