Maserati retiring Kubang concept ahead of
production debut at 2014 Detroit show
30 აპრილი
ოღონდ, მხოლოდ სახელზე და არა ავტომობილზე, რომელიც
ფრანკფურტის შარშანდელ მოტორ შოუზე გვიჩვენა და საყოველთაო მოწონება დაიმსახურა.
იტალიური კომპანია თავის პირველ ქროსოვერს წარმოებისთვის ამზადებს და მას პირველად
დეტროიტში, 2014 წელს წარმოადგენს.
გამოცემა „ავტომოტივ ნიუს იუროპის“ მიერ
გავრცელებული ინფორმაციით, ახალ ავტომობილს სახელიც ახალი ექნება. ოღონდ, ჯერ უცნობია,
მას კონცეპტუალურ ავტომობილთან საერთო ექნება რამე, თუ - არა.
სავარაუდოდ, „მაზერატის“ ქროსოვერს „ჯიპ გრანდ
ჩეროკის“ ბაზაზე ააგებენ და ამერიკაშივე (ჯეფერსონ ნორთის ქარხანაში) გამოუშვებენ.
რატომ უცვლიან სახელს, ამაზე გამოცემა არაფერს ამბობს. არადა, „კუბანგი“ პეკინის
ავტო შოუზეც წარადგინეს, სადაც ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობდა.
გარდა
იმისა, რომ ახალი „დიდი ჩეროკის“ პლატფორმაზე აიგება, „მაზერატის“ ახალ
ავტომობილზე ბევრი არაფერია ცნობილი. სავარაუდოდ, ის იტალიური კომპანიისვე
წარმოების ძრავებით და კომპანია „VM მოტორის“ დიზელის აგრეგატით აღიჭურვება. რა
მონაცემები ექნება ამ აგრეგატებს, ამას მოგვიანებით გავიგებთ...
No comments:
Post a Comment