Loeb takes 70th world rally victory
30 აპრილი
სებასტიან ლოებმა ზედიზედ მეშვიდედ მოიგო არგენტინის რალი, რაც მის კარიერაში, მსოფლიო ჩემპიონატებზე მოპოვებული 70-ე გამარჯვებაა. მსოფლიოს რვაგზის ჩემპიონი რომ ამ რბოლას მოიგებდა, მას შემდეგ გახდა უეჭველი, რაც „სიტროენმა“ თავის მეორე პილოტ მიკო ჰირვონენს მოსთხოვა, რომ ლიდერი თანაგუნდელისთვის არ შეეტია.
ამ ორს მდევრები იმდენად შორს ჰყავდათ მოტოვებული,
რომ მათგან რაიმე წინააღმდეგობა პრაქტიკულად გამორიცხული იყო. ასე განსაჯეთ, ფრანგ
მრბოლს ლიდერობის შენარჩუნება არც იმის მიუხედავად გასჭირვებია, რომ ბოლო
სპეცმონაკვეთებზე აშკარად შეანელა ტემპი - საბურავებს უფრთხილდებოდა, რადგან ქალაქ
კორდობას ქვიან გრუნტზე, მათი დაზიანების დიდი ალბათობა იყო.
„ეს არგენტინაში ჩემი მორიგი გამარჯვებაა და მეტად
მნიშვნელოვანი პორტუგალიის შემდეგ. ძალიან მიხარია, რადგან ჩვენ პირველი ორი
ადგილის დაკავება შევძელით“, - განაცხადა ლოებმა, ვისაც რბოლის მეორე დღეს სამი
შეცდმა მოუვიდა და ამის გამო, მეოთხე ადგილამდე ჩამოქვეითდა, მაგრამ შემდეგ გუნდმა
მისი მანქანის საკიდარის პარამეტრები შეცვალა, რამაც ფრანგ მრბოლს დანაკარგის
ამოქაჩვის საშუალება მისცა. მერე კი, პეტერ სოლბერგს, რომელიც იმ მომენტში ლიდერი
იყო, საჭე დაუზიანდა და ლოებმაც მოწინავე პოზიცია თითქმის უბრძოლველად გადაიბარა. ამ
დროს, ერთადრთი, ვისაც ლოებისთვის სერიოზული მეტოქეობის გაწევა შეეძლო, ჰირვონენი
იყო, მაგრამ გუნდმა გარისკვა აღარ ისურვა, რადგან დუბლი თითქმის გარანტირებული ჰქონდა.
რბოლის ბოლომდე მესამე იყო დანი სორდო, რომელმაც „ფორდში“
ერთჯერადად შეცვალა ტრავმირებული იარი-მატი ლატვალა. მაგრამ ბოლო სპეცმონაკვეთზე,
მექანიკური პრობლემების გამო, მან ფინიშს ვერ მიაღწია. მისი უიღბლობით, პორტუგალიის
რალის ტრიუმფატორმა მადს ოსტბერგმა იხეირა, რომელმაც კვარცხლბეკის მესამე საფეხური
დაიკავა. სოლბერგმა საბოლოოდ მე-6 ადგილი დაიკავა და ჩემპიონატში მეორე ადგილიც
შეინარჩუნა.
არგენტინაში,
რალის რბოლაში პირველად იასპარეზა ფორმულა ერთის ყოფილმა პილოტმა ვენესუელადან, ელისეო
სალაზარმა, ვინც ახლა 57 წლისაა. „პროდრაივის“ მიერ მომზადებული „მინით“ მან დებიუტანტისთვის
საპატიო, მე-12 ადგილი დაიკავა.
არგენტინის რალის შედეგები
1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი) 5:34:38.800
2. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, სიტროენი) +00:15.200
3. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, ფორდი) 03:10.400
4. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, ფორდი) 09:45.300
5. ტიერი ნოივილი (ბელგია, სიტროენი) 11:17.600
6. პეტერ სოლბერგი (ნრვეგია, ფორდი) 12:02.200
7. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, შკოდა) 12:25.300
8. ევგენი ნოვიკოვი (რუსეთი, ფორდი) 21:10.200
9. ნასერ ალ-ატია (ყატარი, სიტროენი) 28:22.600
10. ოტ ტაენაკი (ესტონეთი, ფორდი) 37:19.500
მრბოლთა კლასიფიკაცია
1. სებასტიან ლოები - 91 ქულა; 2. პეტერ სოლბერგი -
73; 3. მიკო ჰირვონენი - 70; 4. მადს ოსტბერგი - 68; 5. ევგენი ნოვიკოვი - 43; 6. იარი-მატი
ლატვალა (ფინეთი, ფორდი) - 28; 7. მარტინ პროკოპი - 26; 8. ნასერ ალ-ატია - 23; 9.
დანიელ სორდო (ესპანეთი, მინი) - 21; 10. ოტ ტაენაკი - 16; 11. სებასტიან ოჟიე - 16...
კონსტრუქტორთა თასი
1.
სიტროენ ტოტალ WRT - 151 ქულა; 2. ფორდ WRT - 106; 3. M-სპორტ ფორდ WRT - 81; 4. კატარ
WRT - 37; 5. სიტროენ ჯუნიორ WRT - 30; 6. ადაპტა WRT - 27; 7. მინი WRC ტიმ - 26;
8. ბრაზილ WRT - 10...
No comments:
Post a Comment