Is Lexus Working On A Million-Dollar Supercar?
12 აპრილი
„ლექსუსის“ სუპერ ავტომობილი LFA ბევრი რამით გამოირჩევა: ტექნოლოგიურად დახვეწილია, ექსკლუზიურია (მხოლოდ 500 ცალი გამოუშვეს), ძალიან ძვირია (375 000 დოლარი), საკმაოდ არქაულად გამოიყურება და „ლექსუსის“ ფანებისთვის ნამდვილი ოცნებაა... რა თქმა უნდა, მის „ღირსებებს“ უნდა მივათვალოთ ის ფაქტი, რომ ამ ავტომობილის შემუშავება იაპონურ კომპანიას ძალიან ძვირი დაუჯდა და ამ საქმეს 10 წელი დასჭირდა.
მოკლედ, ძალიან ძვირი და ნაკლებად სარგებლიანი სათამაშოა ისეთი ძლიერი კომპანიისთვისაც კი, როგორიც „ტოიოტაა“. მაგრამ იაპონურ კომპანიას ეს არ აშინებს და გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ უფრო ძვირადღირებული ავტომობილის წარმოებას აპირებს...
ამ ინფორმაციას ინტერნეტ გამოცემა „ავტო გაიდი“ ავრცელებს. გამოცემის წყარო, რომელმაც ეს ინფორმაცია „ტოიოტას“ ერთ-ერთი ტოპ-მენეჯერისგან მიიღო, ირწმუნება, რომ ახალ ავტომობილს ძალიან შეზღუდული რაოდენობით გამოუშვებენ და ის მინიმუმ 800 000 დოლარი ეღირება.
უნებლიედ გაგახსენდებათ კონცეპტუალური LF-LC (ფოტოზე), რომელიც „ლექსუსმა“ ახლახანს, დეტროიტის მოტორ შოუზე წარადგინა. იქ ითქვა, რომ ეს მხოლოდ კომპანიის ახალი კორპორატიული სტილის შემუშავების პირველი ეტაპია და ამ ავტომობილის წარმოება არ იგეგმება. ის აღჭურვილია მოწინავე ჰიბრიდული სისტემით, რომელსაც ავტომობილისთვის სუპერქარების ტექნიკური მახასიათებლების მინიჭება შეუძლია. მოკლედ, პოტენციურად ის კონცეპტუალური „პორშე 918 სპაიდერის“ კონკურენტად შეიძლება ჩაითვალოს...
რაც შეეხება LFA-ს, მისი პირველი კონცეპტუალური ვერსია იაპონელებმა 2005 წელს გვიჩვენეს, ორი წლის შემდეგ კი მეორე კონცეპტქარი მოაყოლეს. მესამე ვერსია, ოღონდ როდსტერის ძარით, 2008 წელს გამოჩნდა. ერთი წლის შემდეგ კი მისი წარმოება დაიწყო.
ეს ავტომობილი 4.8-ლიტრიანი V10 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 560 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მასთან რობოტიზებული 6-საფეხურიანი კოლოფია დაკავშირებული. ავტომობილს ადგილიდან ასის აკრეფა 3.7 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 325 კმ/სთ-ს აღწევს.
No comments:
Post a Comment