Auto industry pays $135 billion in taxes annually
12 აპრილი
ორი წლის წინ, აშშ-ის მთავრობამ კრახისგან იხსნა ორი ამერიკული საავტომობილო კომპანია - „ჯენერალ მოტორსი“ და „კრაისლერი“. მაშინ ამერიკის მთავრობის ეს ნაბიჯი ბევრმა სოციალიზმის გამოვლინებად ჩათვალა, თუმცა ფაქტი ერთია - გენერლებმა არამხოლოდ დააღწიეს თავი უმძიმეს კრიზისს, არამედ მსოფლიო ლიდერობაც დაიბრუნეს და რაც მტავარია, ორ წელიწადში უზარმაზარ მოგებასაც ითვლიან. რაც შეეხება სახელმწიფოს, ამ ორი გიგანტის შენარჩუნებით, მან არაერთი, გაცილებით სერიოზული პრობლემა აირიდა.

ერთია ის, რომ ქვეყანაში რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი უმუშევრად არ დარჩა. ეს ხალხი ახლა მუშაობს და საშემოსავლო გადასახადსაც იხდის, რაც იმავე ბიუჯეტს ავსებს. მეორეც, ბიუჯეტს ავტოკომპანიებიც (არამარტო ამერიკული) ავსებენ - საავტომობილო ბაზრის კვლევის ცენტრის (CAR) მონაცემებით, გადასახადების სახით, შარშან ამერიკის ბაზარზე მომუშავე საავტომობილო და ავტო ინდუსტრიასთან და ავტომობილებთან დაკავშირებულმა სხვა კომპანიებმა (მათ შორის, საწვავის გამყიდველებმა), გადასახსადების სახით, ბიუჯეტში 135 მილიარდი დოლარი (!) ჩარიცხეს. იმავე ცენტრის მონაცემებით, ქვეყნის ყველა შტატის საშუალო ბიუჯეტის დაახლოებით 13 პროცენტი ავტომობილს უკავშირდება.
გაცილებით შთამბეჭდავია სხვა სტატისტიკური მონაცემებიც, რომლებიც CAR-მა გამოაქვეყნა. ამ სტატისტიკის შესაბამისად, შარშან ამერიკელებმა ავტომობილების შესაძენად 564 მილიარდი დოლარი გადაიხადეს. კიდევ 173 მილიარდი გაიღეს ავტომობილების რემონტსა და სერვისში. არადა, შარშან იქ „მხოლოდ“ 12 მილიონი ახალი ავტომობილი გაიყიდა. წელს გაყიდვების 2 მილიონით გაზრდაა ნავარაუდები, ანუ ავტომობილებზე დანახარჯები ტრილიონ დოლარს მჭიდროდ მიუახლოვდება.
საერთო ჯამში, ფედერალურ ბიუჯეტს საავტომობილო კომპანიებისგან 43 მილიარდი დლარი რჩება, საიდანაც დაახლოებით 29 მილიარდი გზების მშენებლობასა და რემონტზე იხარჯება. ბიუჯეტს 91.5 მილიარდ დოლარზე მეტით ავსებს საწვავის ბიზნესი. ეს კი შტატ კალიფორნიის წლიური ბიუჯეტის 10 პროცენტია, შტატ ოკლაჰომასი კი - 23 პროცენტი.
დაბოლოს, იმავე CAR-ის მონაცემებით, ავტოსექტორში დასაქმებულებისგან მიღებული საშემოსავლო გადასახადებითაც გვარიანი თანხა გროვდება. ამ მხრივ კი შტატებს შორის ლიდერობას არავის უთმობს მიჩიგანი, რომელმაც საშემოსავლო გადასახადების სახით, ბიუჯეტი 2.2 მილიარდი დოლარით გაამდიდრა. ამ მხრივ, მიჩიგანს ოჰაიო და კალიფორნია მოჰყვებიან...
No comments:
Post a Comment