Ford Mustang To Gallop Globally
12 აპრილი
ცნობადობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, „ფორდ მუსტანგი“ არაფრით ჩამორჩება „პორშე 911-ს“. მაგრამ გერმანული ავტომობილისგან განსხვავებით, ამერიკული „ცხენი“ შეზღუდული რაოდენობით ბაზრებზე იყიდება. მალე „მუსტანგს“ 50 წელი შეუსრულდება და ამ თარიღთან დაკავშირებით, „ფორდი“ მისთვის რაღაც განსაკუთრებულს ამზადებს. ახალი, საიუბილეო „მუსტანგი“, რომელიც ბაზარზე 2015 წელს გამოჩნდება, არ იქნება მორიგი „მუსტანგი“. ახალმა ავტომობილმა, ამ სახელის ისტორიაში ახალი გვერდი უნდა დაიწყოს.
გერმანულ გამოცემა „აუტო მოტორ უნდ შპორტის“ ინფორმაციით, ახალი „მუსტანგი“ ევროპაშიც გაიყიდება. ის დაექვემდებარება „ფორდის“ ახალ სტრატეგიას, რომელიც „ერთი ფორდის“ სახელითაა ცნობილი. მაგალითად, ევროპაში გასაყიდი „მუსტანგი“ უნდა აკმაყოფილებდეს უსაფრთხოების ევროპული სტანდარტების მოთხოვნებს. მაგალითად, ფეხმავალთა დაცვის პირობებს. რა ტქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ავტომობილი უსაფრთხოების ამერიკულ სტანდარტებს ვერ უნდა ასრულებდეს.
გამოცემა „პოპულარ ჰოტ როდინგი“ დასძენს, რომ ახალი „მუსტანგის“ კონსტრუქცია იქნება როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენასაჭიანი. ეს კი ნიშნავს, რომ ავტომობილი გაიყიდება ისეთ ბაზრებზე, როგორებიცაა ბრიტანეთი, იაპონია და ავსტრალია. რაც მთავარია, ახალი „მუსტანგი“ გაბარიტებში შემცირდება. ეს კი მის ეკონომიურობასა და მანევრულობას გააუმჯობესებს.
უცვლელი დარჩება კლასიკური შეთანწყობა. ანუ, ძრავი წინ, წამყვანი ბორბლები კი - უკან. ძრავების გამაში ასევე შენარჩუნდება V8 არქიტექტურა. თუმცა, ამავე გამაში აუცილებლად გამოჩნდება ოთხცილინდრიანი ტურბო ძრავები, რომელტა სიმძლავრეც 300 ცხენის ძალას მიაღწევს. შენარჩუნდება „მუსტანგის“ სტილი, თუმცა ცისფერ ოვალში რეტრო-დიზაინზე უარი თქვეს. დაკიდვ, ახალ ავტომობილს ოთხივე ბორბალზ დამოუკიდებელი საკიდარი ექნება...
No comments:
Post a Comment