Lotus protest against Mercedes wing rejected by FIA
12 აპრილი
„ლოტუსის“ პროტესტი, რომელიც „მერსედესის“ უკანა ფრთის კონსტრუქციის რეგლამენტთან შესაბამისობას ეჭვქვეშ აყენებდა, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) უსაფუძვლოდ ჩათვალა. „ლოტუსმა“ პროტესტი ჩინური დიდი პრიზის წინ დაწერა, რომელშიც აღნიშნულია, რომ სამქიმიანების DRS-სისტემასთან დაკავშირებული ჰაერსადინარი ტექნიკურ რეგლამენტს არ აკმაყოფილებს და ამიტომ, უნდა აიკრძალოს.
რეგლამენტი კრძალავს ისეთი კონსტრუქციული ელემენტების გამოყენებას, რომელიც პილოტის მიერ იმართება და ავტომობილის აეროდინამიკას ცვლის. „ლოტუსის“ პროტესტი სწორედ ამ მოთხოვნის დარღვევისკენ მიანიშნებდა. თუმცა სტიუარდებმა ერთხმად უარყვეს მისი არგუმენტები და გერმანული საჯინიბოს კონსტრუქცია ლეგალურად მიიჩნიეს.
შეგახსენებთ, რომ რეგულირებადი ფრთის (DRS) ამოქმედებისთანავე, ფრთაში იხსნება ღრიჭო, რომელიც ჰაერის ნაკადს აგროვებს და სავარაუდოდ, ავტომობილის წინა ფრთისკენ მიმართავს. ამგვარად, ჰაერსადინარს DRS სისტემა ხსნის და არა პილოტი. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ DRS მოქმედებაში სწორედ პილოტს მოჰყავს. ოღონდ, მასა და ჰაერსადინარის გახსნას შორის პირდაპირი კავშირი არ არსებობს. ამგვარად, „მერსედესს“ თავისი კონსტრუქციული სიახლის თამამად გამოყენების უფლება მიეცა.
სხვათა შორის, „ლოტუსს“ პროტესტისკენ თავად „მერსედესის“ შეფმა როს ბრაუნმა უბიძგა, რომელმაც ჩინეთში ჩასვლისთანავე განაცხადა, რომ დაიღალა ზოგიერთი გუნდის უწუწნით (ძირითადად ლოტუსის და რედ ბულის) და მათ თავიანთი არგუმენტების პროტესტის ფორმით გამოხატვა ურჩია.
No comments:
Post a Comment