Mikko Hirvonen wins in a Citroen for first time in Rally of Portugal
1 აპრილი
მიკო ჰირვონენის გამარჯვებით დასრულდა პორტუგალიის ურთულესი რალი, რომელსაც სხვადასხვა მიზეზით, რამდენიმე ფავორიტი, მათ შორის, მსოფლიოს რვაგზის ჩემპიონი, ფრანგი სებასტიან ლოები გამოეთიშა. ჰირვონენმა პირველი გამარჯვება მოიპოვა „სიტროენის“ ავტომობილით და სათავეში ჩაუდგა პილოტთა კლასიფიკაციას.
რბოლის ბოლო, მეოთხე დღეს, პრობლემები ჰქონდათ ჰირვონენის მეტოქეებს, ნორვეგიელ მადს ოსტბერგს და რუს ევგენი ნოვიკოვს, თუმცა ამათ მაინც შეძლეს პოზიციების შენარჩუნება. ნოვიკოვი კი პირველად ავიდა კვარცხლბეკზე. მას ბოლო სპეცმონაკვეთზე აქსელერატორის სატერფული გაუტყდა, რამაც ბევრი დრო დააკარგვინა. საბოლოოდ კი მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონს, ნორვეგიელ პეტერ სოლბერგს 22 წამით აჯობა.სოლბერგი მთელი რბოლის განმავლობაში ყველაზე სწრაფი იყო, თუმცა ჯერ საკუთარმა შეცდომამ (რომელიც გაუვალმა გზამ და სქელმა ნისლმა განაპირობა), შემდეგ კი მანქანის ჭირვეულობამ, კვარცხლბეკზე ასვლის საშუალება არ მისცა და შესაძლოა, გამარჯვებაც დააკარგვინა.
მეხუთე ადგილი დაკარის შარშანდელმა ტრიუმფატორმა, ყატარელმა ნასერ ალ-ატიამ დაიკავა, ვისაც რბოლის მიწურულს, საბურავი დაუზიანდა, თუმცა დაძაბულ ბრძოლაში მაინც აჯობა ჩეხ მარტინ პროკოპს. ორივე მრბოლისთვის ეს საუკეთესო შედეგია რალის მსოფლიო ჩემპიონატზე.
„ძალიან გახარებული ვარ, რადგან ეს ურთულესი რბოლა იყო. ძალიან რთულ პირობებში მოგვიწია რბოლამ. მისი პრობლემების გარეშე დასრულება კი თავისთავად, დიდი მიღწევაა. თანაც, „სიტროენის“ მანქანით პირველი გამარჯვება მოვიპოვე“, - ნარბოლევს განაცხადა ჰირვონენმა, ვისაც სეზონის მეოთხე ეტაპის შემდეგ, 75 ქულა დაუგროვდა და ახლა ის ცხრა ქულით უსწრებს ლოებს.პორტუგალიის რალის შედეგები
1. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, სიტროენი) 4:19:24.300
2. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, ფორდი) +01:51.800
3. ევგენი ნოვიკოვი (რუსეთი, ფორდი) 03:25.000
4. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი) 03:47.400
5. ნასერ ალ-ატია (ყატარი, სიტროენი) 07:57.600
6. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, ფორდი) 08:01.000
7. დენის კუიპერსი (ჰოლანდია, ფორდი) 08:39.100
8. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, შკოდა) 09:00.800
9. ტიერი ნოივილი (ბელგია, სიტროენი) 10:29.700
10. იარი კეტომაა (ფინეთი, ფორდი) 11:44.600
No comments:
Post a Comment