MINI Takes the Hatch, Countryman and Clubman for Camping
1 აპრილი
„ბეემვეს“ ჯგუფმა „მინის“ მყიდველთა წრის გასაფართოვებლად, ორიგინალური ხერხი მოიგონა - ინგლისური მარკის ჰეჩბეკის, „ქლაბმენის“ და „ქანთრიმენის“ მყიდველს ამიერიდან ორ საკემპინგო კომპლექტსაც შესთავაზებენ.
პირველი კომპლექტის სახელწოდებაა „ქოული ქარავან“. მასში შედის თითქმის ყველაფერი, რაც შეიძლება ორ ადამიანს ქალაქგარეთ ყოფნისას შეიძლება დასჭირდეს. ეს არის ლუქსის კლასის კარავი, რომელშიც ორი კომფორტული საწოლია განლაგებული. მის უკანა მხარეს მოთავსებულია ორკამფორიანი გაზქურა, წყლის ავზი ტუმბოთი, ჭურჭლის სარეცხი სეგმენტი, მზის მოდული, რომელიც კემპის კომპლექტში შემავალ ელემენტების ბლოკს ელექტროენერგიით მუხტავს. კომპლექტში ასევე შედის ტელევიზორი, DVD, სტერეო სისტემა და მაცივარი.მთელი ეს ავლა-დიდება მოთავსებულია რეტრო სტილში შესრულებულ მინი ტრეილერში, რომელიც „მინი ქლაბმენზე“ 120 მილიმეტრით განიერია და სულ რაღაც, 300 კილოგრამს იწონის.
მაგრამ არიან ისეთები, ვისაც არ სურს თუნდაც ასეთი კომპაქტური მინი ტრეილერმიბმული ავტომობილის მართვა. ასეთებს „მინი“ მეორე კომპლექტს შესთავაზებს, სახელად „სუინდონ“, რომელიც მანქანის (სამივე მოდელს მიესადაგება) სახურავზე თავსდება.
ეს კომპლექტი დასაკეცია. გაშლის შემდეგ, მასში ორი ადამიანი თავსდება. ოღონდ, ამ კომპლექტში არც გასართობი ელექტრონიკა, არც მაცივარი და წყლის ავზი, არც გაზქურა არ შედის. ის მხოლოდ ღამისთევისთვის გამოდგება.
გამოცემა "ქარსკუპის" საპირველაპრილო ხუმრობა
No comments:
Post a Comment