Batman, Your Ride has Arrived: New Lamborghini Ferruccio Design Study by Marc Hostler
7 აპრილი
წელიწადნახევარში „ლამბორგინის“ დაარსებიდან ნახევარი საუკუნე შესრულდება. რა თქმა უნდა, სანტ’აგატა ბოლონეზეში ამ თარიღს შესაბამისად შეხვდებიან. მათ გარდა, იუბილეს დამოუკიდებელი დიზაინერებიც ახალი იდეებით ხვდებიან. ამ თარიღს ისინი აუცილებლად მიუძღვნიან ორიგინალურ ქმნილებებს.
მათ შორისაა სტაფორდშირის უნივერსიტეტის (ბრიტანეთი) სატრანსპორტო დიზაინის სტუდენტი მარკ ჰოსტლერი, რომელმაც მეტისმეტად აგრესიული გარეგნობის კონცეპტუალური ავტომობილი შეიმუშავა და მას სუპერ ავტომობილების მწარმოებელი კომპანიის დამაარსებლის, ფერუჩო ლამბორგინის სახელი უწოდა.
პროექტის ავტორი კონცეპციის განმარტებაში წერს, რომ მან შთაგონება „ლამბორგინის“ სხვადასხვა მოდლისგან მიიღო და მათი თავისევურებანი, ავტომობილის სხვადასხვა ნაწილში ჩააქსოვა. ამას რომ კითხულობთ, ალბათ ვერაფრით გაიხსენებთ „ლამბორგინის“ ავტომობილს, რომელსაც ასეთი წვეტიანი ფორმები ექნებოდა.
აქამდე ყველაზე უხეში ფორმებით ალბათ მაინც „კოუნტაჩი“ გამოირჩეოდა და „ლამბორგინი ფერუჩოს“ ავტორიც სწორედ ამ ავტომობილთან შორეულ მსგავსებას ახსენებს, მაგრამ ამით ალბათ კრიტიკასაც იმსახურებს. მეორე ავტომობილი, რომელთან მსგავსებაც უფრო რეალურია, „რევენტონია“. ამ შემთხვევაში, „სტელსის“ სტილის ფორმები გაგვახსენდება. თუმცა რეალური მსგავსება მაინც არაა. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ჰოსტლერის „ლამბო“ ძალიან ორიგინალურია და იქნებ, ის ოდესმე ბეტმენზე რომელიმე ახალ ფილმშიც ვიხილოთ.
დაბოლოს, პროექტის ავტორმა გადაწყვიტა, რომ უმჯობესი იქნება, თუ მისი ავტომობილი „ლამბორგინის“ თანამედროვე აგრეგატებიდან რომელიმეთი აღიჭურვება და არა ელექტროძრავით, ან ჰიბრიდული სისტემით. მისი არჩევანი 5.0-ლიტრიან V12 აგრეგატზე შეაჩერა, რომელიც ორი ტურბოკომპრესორით და საწვავის უშუალო შეფრქვევის სისტემითაა აღჭურვილი.
მოკლედ, უმჯობესია, თავად ნახოთ...
No comments:
Post a Comment