Killing Machine: 1973 VW Beetle with a Subaru WRX STI 2.0-liter Turbo Engine
7 აპრილი
„ფოლკსვაგენის“ ძველი „ხოჭო“, რომელიც ჰაერით გაგრილებადი 1.3-ლიტრიანი, 44-ცხენისძალიანი ძრავითაა აღჭურვილი, ისედაც ძნელი სამართავი მანქანა ყოფილა. მაგრამ წარმოიდგინეთ, რა ჯოჯოხეთი იქნება ამავე მანქანის საჭესთან ჯდომა, როცა ძველ ძრავას „სუბარუ WRX STI-ს“ 2.0-ლიტრიანი ჰორიზონტალურად ოპოზიტური ტურბომხეცით შეცვლით...
ასეთი მანქანა გერმანელ დილერს მანქანებით მოვაჭრე რუმინულ ვებგვერდზე მოუთავსებია. მანქანის აღწერილობაში არაფერია ნათქვამი საკიდარის შესახებ. როგორც ჩანს, ძველი „ხოჭოს“ გაკეთილშობილების მსურველს (როგორ უნდა თქვა, განმხორციელებელს) ჩაუთვლია, რომ დაკიდების სისტემაზე ხელის ხლება არ ღირს. სამაგიეროდ, მის ანოტაციაში მითითებულია, ბევრი რამ, ამ მანქანაზე „პორშესგან“ გადმოინაცვლა. მაგალითად, მუხრუჭებმა და ბორბლებმა (რაც უნდა იყოს, პორშე და ფოლკსი ნათესავები არიან). რა ტქმა უნდა, 282-ცხენისძალიანი ძრავით აღჭურვილი ავტომობილი, შესაბამისად მძლავრ მუხრუჭებს საჭიროებს. საკიდარზეც იგივეს თქმა შეიძლება, მაგრამ...
მოკლედ, სახეზეა გიჟური ტუნინგი, მაგრამ ეს ყველაფერი არაა. თმები ნამდვილად ყალყზე დაგიდგებათ, როდესაც ამ სისულელის ფასს გაიგებთ: 59 990 ევრო...
მათ გასაგონად, ვისაც ეს მანქანა მაინც მოეწონება და მისი მსგავსის გაკეთებას მოისურვებს - გოჩა ქსოვრელს მიმართეთ, ეს კაცი თქვენს მიერ შერჩეულ ძველსა და მოფამფალებულ მანქანას ისეთებს ჩაუტარებს, თვალთამპყრობელი მანქანით გაგიშვებთ სახლში. თანაც, ეს ახირება ამ უცნაურ „ხოჭოზე“ შეუდარებლად იაფიც დაგიჯდებათ...
No comments:
Post a Comment