One-Off Pininfarina Hyperion Found for Sale in Abu Dhabi Dealership
7 აპრილი
„როლს როისის“ ავტომობილების ბრიტანელი კოლექციონერის, როლანდ ჰოლის შეკვეთით, „პინინფარინამ“ 2008 წელს მოდელი „ჰაიპერიონი“ დაამზადა. ცნობილი არაა, თუ რამდენი გადაიხადა შემკვეთმა, თუმცა ერთ წელიწადში მან თავისი ექსკლუზიური ავტომობილის გაყიდვა გადაწყვიტა და მასში 4.5 მილიონი ევრო მოითხოვა.
ცნობილი არაა, შეძლო თუ არა მაშინ გაყიდვა. მაგრამ ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც გვაუწყებს, რომ ეს ავტომობილი „როლს როისის“ აბუ დაბელი დილერის შოურუმში დგას. ანუ იყიდება, თუმცა მისი ფასი უცნობია.
სახელი „ჰაიპერიონი“ ბერძნული მითოლოგიის ერთ-ერთი ტიტანისგან მოდის. შესაძლოა, ეს ექსკლუზიური ავტომობილი „ფანტომივით“ და „გოსტივით“ გიგანტური არაა, მაგრამ მის კაპოტქვეშ სწორედ რომ ტიტანის შესაფერისი აგრეგატი აქვს განლაგებული. ავტომობილი „როლს როის ფანტომ დროპჰედ კუპეს“ პლატფორმაზეა ბაზირებული და ის 6.75-ლიტრიანი V12 ძრავითაა აღჭურვილი.
ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ორადგილიანი „ჰაიპერიონის“ შემუშავებას სახელოვანი ამერიკელი დიზაინერი ჯეისონ კასტრიოტა ხელმძღვანელობდა, ვინც იმ დროს „პინინფარნიას“ სპეციალური პროექტების დივიზიონს უძღვებოდა.
გარდა იმისა, რომ ორადგილიანია, „ჰაიპერიონის“ თავისებურება ისიცაა, რომ მისი კაბინა 400 მილიმეტრით უკანაა დაწეული. ძარა თითქმის მთლიანად კარბონის კომპოზიტის ნაწარმია. გამონაკლისი მხოლოდ კარებია, რომლებიც რატომღაც ხისგან გამოთალეს...
No comments:
Post a Comment