Aston Martin V8 Vantage Design Concept by Narcis Mares is Simplistically Beautiful
7 აპრილი
ზოგი დიზაინერი თავისი ავტომობილისთვის უხეშსა და აგრესიულ ფორმებს არჩევს, ზოგის გემოვნება კი უფრო რბილი და დახვეწილი გარეგნობას ანიჭებს უპირატესობას. ორივე შემთხვევაში, მთავარი ინდივიდუალობა და კორპორატიული იმიჯის შენარჩუნებაა. გამოცემა „ქარსკუპმა“ გაავრცელა რუმინელ დამოუკიდებელ დიზაინერ ნარცის მარესის ნამუშევარი, რომელმაც საავტომობილო ინტერნეტ გამოცემებში ისეთი მოწონება დაიმსახურა, რომ უმალვე მათს გვერდებზეც გამოჩნდა.
მარესის ცონცეპტუალური ავტომობილის სახელია „ასტონ მარტინ V8 ვენტიჯი“. ესკიზებიდან ჩანს, რომ ეს ავტორი აშკარად უფრო რბილ ფორმებს ანიჭებს უპირატესობას, თუმცა მისი კონცეპტუალური „ასტონი“ საკმაოდ პირქუში გარეგნობითაც გამოირჩევა.
მარესი ამბობს, რომ ამ პროექტზე მუშაობისას, მან შთაგონება „ასტონ მარტინის“ 1980-იანი წლების რამდენიმე მოდელისგან (განსაკუთრებით, V12 ვენქვიშისა და V8 ვენტიჯისგან) მიიღო. თუმცა, თუ „ქარსკუპის“ რეპორტიორთა თვალს არც „ბეემევს“ Z4-თან მსგავსება გამოჰპარვიათ.
მთავარი, რაც ამ კონცეპტუალური ავტომობილის (რომელიც მხოლოდ კომპიუტერში არსებობს) „ასტონის“ ოჯახთან ნათესაობაზე მიანიშნებს, მისი რადიატორის მოყვანილობაა. ოღონდ, ავტორმა ახლანდელი „ასტონების“ რადიატორები უბრალოდ კი არ გადაიტანა ფურცელზე, არამედ ის თავისი გემოვნების შესაბამისად დახვეწა და უნდა ითქვას, რომ ეს კარგად გამოუვიდა. მერე რა, რომ რადიატორი ძალიან ვიქროა და უზარმაზარი ძრავის გასაგრილებლად საკმაო რაოდენობის ჰაერს ვერ გაატარებს. ამ ნაკლის სხვაგვარად გამოსწორებაც შეიძლება.
რუმინული „ასტონის“ მეორე თავისებურება ძალიან დაბალი სახურავი და ვიწრო შუშებია. ასევე იგრძნობა, რომ მარესის გემოვნებაში გადატვირთული ფორმები არ ზის. მისი სტიქია მინიმალიზმია. ყოველ შემთხვევაში, ასე ის თავისი გემოვნების და ნააზრევის გადმოცემას შესანიშნავად ახერხებს...
No comments:
Post a Comment