Renault city car to be rear-drive
2 აპრილი
პირველი ავტომობილი, რომელსაც „რენო“ „დაიმლერთან“ მჭიდრო თანამშრომლობით გამოუშვებს, საქალაქო მინიავტომობილ „ტვინგოს“ შთამომავალი იქნება. შესაძლოა, ახალ ავტომობილს სახელი შეუნარჩუნონ, თუმცა არაა გამორიცხული, რომ ბაზარზე ის „რენო 5-ის“ სახელით გამოუშვან. რაც მთავარია, ფრანგული კომპანია გვპირდება, რომ ახალი პატარა ავტომობილი, რომელსაც თავად პრემიუმ საქალაქო ავტომობილების კლასს მიაკუთვნებს, თავისი კონსტრუქციული სიახლეებით გაგვაოცებს. ბრიტანულ გამოცემა „ავტოქარის“ ვარაუდით, მთავარი სიახლე შესაძლოა ის იყოს, რომ ავტომობილს ძრავი უკან ექნება და ის უკანა ბორბლებს დაატრიალებს.
„ტვინგოს“ შემცვლელი ბაზარზე 2014 წელს გამოვა. ის არის „რენოს“ გეგმის ნაწილი, რომელიც არსებული მოდელების სრულად განახლებას და რამდენიმე ახალი მოდელის გამოშვებას ითვალისწინებს. ასევე იგეგმება, „ნისან ჯუკის“ ტიპის მინი ქროსოვერის, დიდი ზომის სედანის და კონცეპტუალურ „R-სპეისის“ მსგავსი მინივენის წარმოება.
რაც შეეხება „დაიმლერსა“ და „რენო-ნისანს“ შორის თანამშრომლობას, რომელსაც საფუძველი 2010 წელს ჩაეყარა, მისი ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იყო პროექტი „ედისონი“, რომელიც კომპაქტური მოდულური პლატფორმის შემუშავებას ითვალისწინებს. სწორედ ამ პლატფორმაზე აიგება შემდეგი „ტვინგო“, ასევე „სმარტის“ მოდელები - „ორისთვის“ და „ოთხისთვის“.
სწორედ ამ პლატფორმას აქვს უკანაძრავიანი და უკანა წამყვან ბორბლიანი შეთანწყობა. და ეს აძლევს „ავტოქარს“ იმ ვარაუდის საფუძველს, რომ „ტვინგოს“ შემცვლელს ძრავი უკან ექნება და ის მამოძრავებელ ძალას უკანა ბორბლებს მიაწვდის.
ჟენევის მოტორ შოუზე ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, „რენოს“ მარკეტინგის შეფმა სტივენ ნორმანმა, უკანაამძრავიან „ტვინგოზე“ ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო. თუმცა, იქვე განაცხადა, რომ ახალი ავტომობილი „სრულიად მულოდნელი მექანიკური სიახლით“ გაგვაოცებს.
ნორმანი ამბობს, რომ „ტვინგოს“ შემცვლელი მხოლოდ სამკარიანი ძარით გამოვა. ამასთან, ახალი „კლიო“ მხოლოდ ხუთკარიან ძარას მიიღებს. ამასთან, ორივე ავტომობილს, მათი კლასისთვის „გასაოცრად ფართო სალონი ექნება“. და, „რენოსგან“ გასაკვირი არაა - ახალი ავტომობილის ბაზაზე ელექტრომობილიც დამზადდება.
No comments:
Post a Comment