2013 SRT Viper Teased One Last Time Before its Big Reveal in New York
2 აპრილი
ახალ, მესამე თაობის „ვაიპერის“ გამოჩენას საავტომობილო სამყარო მოუთმენლად ელის. ამჯერად მას „დოჯის“ ნაცვლად, „კრაისლერის“ სპორტული შტო SRT ამზადებს. ახალ ავტომობილზე პრაქტიკულად არაფერია ცნობილი. მხოლოდ რამდენიმე ფოტო ტიზერი გამოქვეყნდა, რომელთა მიხედვითაც შეიძლება ვარაუდი, რომ ავტომობილს ისევ წინ მოთავსებული ძრავი აქვს. ცნობილია კიდევ რამდენიმე ნიუანსი. მაგრამ ამერიკულ კომპანიას აქამდ მკაცრად გასაიდუმლოებული აქვს ავტომობილის გარეგნობა.
ბოლო ტიზერზე ახალი „ვაიპერის“ წინა ნაწილი დაჩრდილულ ფონზე ჩანს. თუმცა ამ ჩაბნელებულ ფოტოზე კარგადაა გამოკვეთილი ავტომობილის კაპოტის მოყვანილობა. მას წინ ვენტურის წვეთის ფორმის ჰაერის ამღები აქვს, რომელიც როგორც ჩანს, ძრავისთვის აგროვებს ჰაერს. მის უკან და ორივე მხარეს კი ჰაერის გამომშვები „ლაყუჩები“ ჩანს, საიდანაც რადიატორგამოვლილი ჰაერი გამოდის. თუ სახურავსაც დააკვირდებით, მასზე ორ „კოპს“ შენიშნავთ, რომლებიც წინა „ვაიპერებისთვისსც“ დამახასიათებელი იყო...
მესამე თაობის „ვაიპერის“ შესახემ მომდევნო ინფორმაციას კი უკვე მისი პრემიერიდან მივიღებთ, რომელიც ნიუ იორკის ავტო შოუზე ჩატარდება.
No comments:
Post a Comment