Monday, May 14, 2012

„რემბო შუმი“ მონაკოში ჯარიმით ჩავა (ვიდეო)


Michael Schumacher handed Monaco Grand Prix grid penalty
14 მაისი
ესპანეთის დიდი პრიზის სტიუარდებმა მას ბრუნო სენასთან მომხდარი ინციდენტი არ აპატიეს, რომელშიც მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის ბრალი დააფიქსირეს და ამის გამო, მონაკოს დიდი პრიზის ხუთადგილიანი ჯარიმა გამოუწერეს.

ინციდენტი მე-13 წრეზე მოხდა, როდესაც შუმახერი პირველივე მოსახვევში ეცადა სენას ჩამოტოვებას. ბრაზილიელმა ტრაექტორიის შეცვლით დაიცვა თავი. გზის ნაპირას, მეტოქეს გასასვლელი არ დაუტოვა, თუმცა ბოლომდე ნაპირთან არ მისულა. ეს რომ შენიშნა, შუმახერმა საპირისპირო მხრიდან სცადა გასწრება, მაგრამ ვერ მოზომა და „უილიამსს“ შეასკდა. ორივესთვის რბოლა გზის პირას დასრულდა.
შუმახერი, რომელმაც შეჯახებისთანავე, სენას „იდიოტი“ უწოდა, ამით უკმაყოფილო დარჩა: „მე ვნახე მომხდარის ჩანაწერი. თუ ზემოდან გადაღებულ კადრებს ნახავთ, დაინახავთ, რომ ის ჯერ მარჯვნივ დაიძრა, რათა შიდა ტრაექტორიაზე არ შევეშვი, მაგრამ დამუხრუჭების ფაზაში, ისევ მარცხნივ აიღო. შეჯახების თავიდან არიდება ვცადე, ისევ შიდა ტრაექტორიაზე გადავედი, მაგრამ უკვე გვიანი იყო“, - ამბობს გერმანელი, ვინც ამ ინციდენტის გამო, ნიკი ლაუდამ „რემბო შუმიდ“ მოიხსენია.
რა თქმა უნდა, სენაც მომხდარში შუმახერს ადანაშაულებს: „არ მესმის, როგორ უნდა დამიძახოს იდიოტი. მე ხომ არ დავეჯახე, თავად დამეჯახა. დიახ, ცოტა ადრე დავამუხრუჭე, მაგრამ საბურავები გაცვეთილი იყო და ვეღარ იჭერდა. შუმახერს კი საკმაო გამოცდილება აქვს იმისათვის, რომ მსგავსი ინციდენტების თავიდან არიდება შეძლოს“.

ვიდეო

No comments:

Post a Comment