Monday, May 14, 2012

„ეტერნიტიმ“ უგზოობის პირველი სუპერ ავტომობილები ჩინეთში გაჰყიდა


Eterniti Records First Sales of its Super SUV at the Beijing Auto Show
14 მაისი
ბრიტანულმა კომპანია „ეტერნიტიმ“, თავისი უგზოობის სუპერ ავტომობილის წინასერიული პროტოტიპი პეკინის ავტო შოუზე წარადგინა და იქვე პირველი შეკვეთები მიიღო. „პორშე კაიენზე“ ბაზირებული, სახეშეცვლილი და გაუმჯობესებული ავტომობილი, რომელსაც „არტემისი“ ეწოდა, 210 000 გირვანქა სტერლინგი (დაახლოებით 338 000 დოლარი და 261 000 ევრო) ღირს (პლიუს გადასახადები).

პეკინური შოუს დასრულებისთანავე, „ეტერნიტიმ“ გამოაცხადა, რომ ჩინეთიდან ხუთი შეკვეთით ბრუნდება. ამათგან ოთხს საბაზო ვერსია შეუკვეთავს, ერთმა კი ინდივიდუალური პაკეტი შეუკვეთა და შესაბამისად, მეტ ფასსაც გადაიხდის. გარდა ამისა, კომპანიამ კარგი გამოხმაურებები ესპანეთიდან, იტალიიდან, ამერიკიდან და ავსტრალიიდან მიიღო.
კონცეპტუალური „ჰემერასგან“ განსხვავებით, რომელიც „ეტერნიტიმ“ ფრანკფურტში შარშან გვიჩვენა, „არტემისი“ თავისი წინ ანაწილით „იაგუარსაც“ მოგაგონებთ. ასეთი მსგავსება რადიატორის დამსახურებაა, რომელიც სწორედ ინგლისური დიდი კატისგანაა კოპირებული. გარდა ამისა, ახალ ავტომობილს განსხვავებული დიზაინის ბორბლები და გვერდებზე დატანილი ემბლემებიც გამოარჩევს.
უგზოობის ავტომობილის ძარის ელემენტების უმეტესობა კარბონის კომპოზიტისგანაა დამზადებული. სალონში კი კაკაოსფერი ძვირფასი ტყავი დომინირებს. ამასთან, ცალკეული დეტალები ხისგანაა დამზადებული. უკანა სავარძლები უკან დასწიეს, რითაც მათი მგზავრების ფეხებისთვის ადგილი 100 მილიმეტრით გაიზარდა.
„არტემისი“ იმ 4.8-ლიტრიანი ტურბო V8 ძრავითაა აღჭურვილი, რომელსაც „პორშე“ თავის „კაიენზე“ იყენებს. მისი სიმძლავრე 591 ცხენის ძალამდე, მაბრუნი მომენტი კი 750 ნიუტონმეტრამდ გაიზარდა. ეს საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარე 4.5 წამში აკრიფოს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 290 კმ/სთ-ს აღწევს.
„ეტერნიტი“ დარწმუნებულია, რომ მისი „არტემისი“უგზოომის ლუქს კლასში კონკურენციას „ბენტლის“ მომავალ უგზოობის ავტომობილსა და „მაზერატი კუბანგს“ (რომელსაც წარმოების დაწყებამდე სახელს შეუცვლიან) გაუწევს.

No comments:

Post a Comment