Monday, May 14, 2012

პატარა ქროსოვერი „შევროლე ტრექსი“ პარიზული პრემიერისთვის ემზადება


New Chevrolet Trax Small Crossover is the Buick Encore's Global Twin, will Debut in Paris
14 მაისი

ახლახანს, „ოპელმა“ და მისმა ამერიკელმა ნათესავმა „ბიუიკმა“ პატარა ქროსოვერები გაგვაცნეს. მალე კი „ენქორისა“ და „მოკას“ პატარა ოჯახს კიდევ ერთი წევრი - „შევროლე ტრექსი“ შეუერთდება. ამ ავტომობილის მსოფლიო პრემიერა პარიზის მოტორ შოუზე ჩატარდება, მანამდე კი „შევროლემ“ მის შესახებ მწირი ინფორმაცია და ერთადერთი ფოტო ინტერნეტით გაავრცელა.

ჯერ სახელს რაც შეეხება: ის პირველად 2007 წელს გამოიყენეს, როდესაც „შევროლემ“ სამი კონცეპტუალური მინი ჰეჩბეკი წარმოადგინა, რომელთაგან საზოგადოებას ყველაზე გამორჩეული უნდა აერჩია. ამ სამიდან ერთს „ტრექსი“ ერქვა და მას ქროსოვერების კლასთან საერთო არაფერი ჰქონდა. თუმცა, „შევროლეს“ მარკეტოლოგების გადაწყვეტილებით, მოდელისგან განსხვავებით, სახელი ბრუნდება. თანაც მას არქმევენ ავტომობილს, რომელსაც ბაზარზე კარგი პერსპექტივა აქვს.
„ჯენერალ მოტორსი“ აცხადებს, რომ ქროსოვერი „შევროლე ტრექსი“ 140-ზე მეტ ქვეყანაში გაიყიდება. პირველად მისი გაყიდვები მექსიკის ბაზარზე დაიწყება, ამერიკის შეერთებულ შტატებს კი ეს ავტომობილი გვერდს აუვლის, რათა იქ „ბიუიკ ენქორთან“ შიდა კონკურენცია გამოირიცხოს. სამაგიეროდ, მისი შეძენის საშუალება ევროპელებს ექნებათ (2013 წლიდან).
ამ ერთადერთი ფოტოდან ჩანს, რომ გარეგნულად, „ტრექსს“ „ბიუიკის“ ანალოგისგან პირველ რიგში, რადიატორის ბადის ფორმა გამოარჩევს. განსხვავებულია ასევე ფარები და ბორბლების უფრო გამოკვეთილი თაღები. სამაგიეროდ, პატარა ქროსოვერი თავის უფროს ნათესავს, კომპაქტურ ქროსოვერ „შევროლე ეკვინოქსს“ ჰგავს.
„შევროლე ტრექსს“ „ჯენერალ მოტორსის“ კორეული ქარხანა გამოუშვებს. შესაძლოა, მოთხოვნის ზრდის კვალობაზე, მისი წარმოება სხვა ქარხანაშიც (არაამერიკულ) დაიწყონ. სხვათა შორის, თავის დროზე, „ჯენერალ მოტორსმა“ გააუქმა მის ხელთ არსებული კორეული კომპანია „დეუ მოტორსი“ და მისი ქარხნები „შევროლეს“ გადაულოცა. ასე ჩაანაცვლა აღმოსავლეთ ევროპის და აზიის რიგი ქვეყნების ბაზრებზე, ამერიკულმა მარკამ კორეული.
„შევროლე ტრექსის“ შესახებ უფრო დაწვრილებით ინფორმაციას, გენერლები პარიზის შოუმდე (სექტემბერში) დროდადრო გაგვაცნბენ.

No comments:

Post a Comment