Thursday, May 10, 2012

„ჰიუნდაი“ და ბაბუინები (ვიდეო)


Hyundai gets into Some Monkey Business to Test the Quality of the New i30 Hatchback
10 მაისი

ავტომობილის ხარისხის ტესტირების ბევრი მეთოდი არსებობს. მათ შორის, კომპანიები ხშირად ამ საქმეში სპორტისა და შოუბიზნესის ვარსკვლავებს იყენებენ. მაგრამ ეს ძვირადღირებული სიამოვნებაა. „ჰიუნდაიმ“ კი რეკლამის ახალი ტიპი გამოიყენა - თავისი ახალი i30-ის რეკლამაში ბაბუინების ლივერპულული კოლონია ჩართო.

ბრიტანეთში პირველი ხანგრძლივი ტესტირების დროს, „ჰიუნდაიმ“ ახალი i30 ნოუსლის საფარი პარკში მიიყვანა. ეს პარკი იმითაა ცნობილი, რომ იქ მობინადრე ბაბუინები, დამთვალიერებელთა მანქანებს აპარტახებენ ხოლმე. მაგალითად, შარშან მათი ერთ-ერთი მსხვერპლი უეინ რუნის ავტომობილიც კი გამხდარა.
კორეული კომპანიის ბრიტანელმა მარკეტოლოგებმა ეს ისტორია კარგად იცოდნენ. მათ პარკის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, უცნაური სარეკლამო აქცია ჩაიფიქრეს და გადაიღეს კიდეც. რეკლამაში 40 ბაბუინი ჩართეს, რომლებმაც მანქანასთან 10 სათი გაატარეს.
„დიდი გაბედულებაა საჭირო, რომ მანქანის ხარისხის გამოსაცდელად, ყველაზე მკაცრი პირობები შეარჩიო. მაიმუნებმა საგულდაგულოდშეამოწმეს ჩვენს მიერ მიყვანილი i30 და მგონი, კმაყოფილები დარჩნენ. თუნდაც ის ფაქტი, რომ ამ უმკაცრეს გამოცდას, მანქანა რამდენიმე ნაკაწრით გადაურჩა, „ჰიუნდაის“ ავტომობილების ხარისხზე მიანიშნებს“, - ამბობს „ჰიუნდა i30-ის“ წარმოების მენეჯერი ფელისიტი ვუდი.
მაიმუნებისადმი მადლიერების გამოსახატად, სამხრეთკორეულმა კოპმანიამ, ნოუსლის საფარი პარკის მიერ ინიცირებულ, ბრიტანეთის პრიმატების საზოგადოების საქველმოქმედო ფონდს 1000 გირვანქა სტერლინგი გადაურიცხა.
„ბაბუინებისთვის, მანქანით გართობა იგივეა, რაც ადამიანისთვის ციდან ჩამოცვენილი მანა. ამ სექციასთან გავლილი ათასობით მანქანა მინახავს, რომლებსაც მაიმუნები აპარტახებენ და გასაკვირია, რომ ამ „ჰიუნდაისავით“ ჯერ არცერთი გადარჩენილა“, - განაცხადა ნოუსლი საფარი პარკის გენერალურმა მენეჯერმა დევიდ როსმა.

ვიდეო

No comments:

Post a Comment