Thursday, May 10, 2012

„პორშე“ თავის საწარმოო სპექტრს კიდევ უფრო გააფართოებს


Porsche's new baby crossover uncovered
10 მაისი
პორშე მაკანი
ბოლო წლებში, „პორშემ“ მნიშვნელოვნად გააფართოვა საკუთარი სამოდელო გამაც და გაზარდა გაყიდვებიც. მაგრამ მიღწეულს არ სჯერდბა და თანდათან მისთვის ჯერჯერობით უცხო სეგმენტებშიც შედის. გერმანული კომპანიის გეგმაში, რამდენიმე სრულიად ახალი ავტომობილის წარმოება შედის, რომელთაგან პირველი ბაზარზე კომპაქტური ქროსოვერი, სახელად „მაკანი“ გამოვა.

ახლახანს, ინტერნეტით გავრცელდა სატესტო „მაკანის“ (ინდონეზიურად მაკანი ვეფხვს ნიშნავს) ფოტოები, რომლებზეც ის ფაქტობრივად, შეუნიღბავად არის გამოსახული. ეს ავტომობილი ამჟამედ გერმანიაში (ფოტოები შტუტგარტის მახლობლადაა გადაღებული), წინასერიული ტესტების ბოლო ეტაპს გადის. ის ბაზარზე მერმისს გამოვა და მისი მეშვეობით, „პორშე“ ქალაქში მცხოვრები ახალგაზრდა მყიდველის მიზიდვას შეძლებს.
„მაკანი“, რომელიც ადრე „კაიუნის“ სახელით იყო ცნობილი (კაიენ იუნიორ), „კაიენზე“ პატარა იქნება და ის „აუდი Q5-ის“ (და მომავალი Q6-ის) პლატფორმაზე დამზადდება. ის აღიჭურვება 4-ცილინდრიანი ძრავით, როგორიც „პორშეს“ მას შემდეგ არ გამოუყენებია, რაც მოდელ 968-ს წარმოება შეწყვიტა. „პორშე“ წლიურად 50 000 „მაკანის“ წარმოებას აპირებს. ამისათვის კი ლაიპციგის ქარხანას გამოიყენებს.
ბაზარზე „პორშე მაკანის“ პირდაპირი კონკურენტები, „აუდი Q5-ის“ გარდა, „რეინჯ როვერ ევოკი“, „მერსედეს-ბენცის“ GLK და „ბეემვეს“ X3 იქნება. „მაკანს“ ერთ-ერთი მთავარი როლი ეკისრება „პორშეს“ გეგმაში, რომელიც გაყიდვების 200 000-მდე გაზრდას ითვალისწინებს. ცნობისათვის, ცუფენჰაუზენელებმა შარშან 118 867 ავტომობილი გაჰყიდეს. გაყიდვების ზრდა პირველ რიგში, ამერიკის, ჩინეთის და ევროპის ბაზრების ხარჯზე იგეგმება.
პორშე პაიუნი :)
დღეისათვის „პორშეს“ ბესტსელერი „კაიენია“, რომელზეც კომპანიის გაყიდვების ნახევარზე მეტი მოდის. „მაკანი“ შტუტგარტელთა მეხუთე მოდელი (911-ის, ბოქსტერ/კაიმანის, კაიენისა და პანამერას შემდეგ) იქნება. და ამით დაკმაყოფილებას „პორშე“ არ აპირებს. შემუშავების პროცესშია პანამერაზე მომცრო ავტომობილი, რომელიც ამ ეტაპზე, „პაიუნის“ (პანამერა იუნიორ - პატარა პანამერა) კოდური სახელითაა ცნობილი.
გერმანული პრესის ინფორნაციით, „პაიუნი“ ბაზარზე 2017 წელს გამოვა და 65-დან 100 ათას ევრომდე ეღირება. როიტერთან საუბრისას, „პორშეს“ პრესმდივან ჰანს-გერდ ბოდეს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია, თუმცა განაცხადა, რომ კომპანიის მარკეტოლოგები მეექვსე მოდელის წარმოების შესაძლებლობას განიხილავენ, თუმცა ამ საკითხზე ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
ნებისმიერ შემთხვევაში, თუ მისი წარმოება გადაწყდა, „პაიუნი“, რომელსაც ალბათ სახელს გადაარქმევენ, კონკურენციას „მერსედეს-ბენცის“ E კლასსა და CLS-ს და „ბეემვეს“ მე-5 სერიის სედანს გაუწევს.

No comments:

Post a Comment